Follow by Email

Tuesday, October 22, 2013

ადამიანის რწმენის საკითხი მასონობაში


ადამიანის რწმენის საკითხი მასონობაში

(წიგნიდან "მორალი და დოგმა;  მასონობა, ადამიანი, რელიგია"-2013)
მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ აზროვნება ზეადამიანურ ძალაზეა დამიკიდებული და იგი ბუნებრი-ვად არ ეძლევა თითოეულ ჩვენთაგანს. დანტემ[i] ერთ გამოთქმაში თქვა, რომ დაბადებულს როგორც ასეთს სული არ აქვსო. რა იძლევა სულს? რა აძლევს ადამიანს სულს? მე მჯერა, რომ ეს  სიტყვაა. სიტყვის მნიშვნელობაზე ჩემს წინა გამოცემაში - „მასონური მისტერიებ“-ში ვისაუბრე, ვრცლად. ვთვლი, რომ მთავარია ცხოვრებასთან აქტიური ურთიერთობა, რაც მხოლოდ მატერიალური არსებობა კი არ არის, არამედ აზრის ძიებაა, მისი წვდომაა. აუცილებელია, რწმენასთან ერთად განათლებაც და ამასთანავე „შრომაც“, ანუ სიკეთის კეთება, მხოლოდ რწმენით არ მიიღწევა ცხონება, მე ასე მჯერა. ვფიქრობ, რომ განმანათლებლობა და სახარება  ურ-თიერთკავშირშია და ორივე აუცილებელია.
მეკითხებიან, რომელი ქრისტიანული მიმართულება უფრო ჭეშმარიტია, რატომ ვერ ხერხდება დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს გაერთიანება, რომელთა დაყოფა მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებთან იყო რეალურად დაკავშირებული. ეს არ არის ჩემი „ესქპერტობის“ სფერო, რა მოხდა - შემი-ძლია ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვა და ვიმსჯელო, მაგრამ რომელია და რაც მთავარია - რატომ არის ჭეშმარიტი... ის კი ვი-ცი, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. უშველებელი განსხვავებაა, დაკავშირებულია იდეალურობის პრობლემასთან,რაც ძი-რითადია ქრისტიანობისთვის, როგორც პროტესტანტულ ისე, კათოლიკურსათვის. დასავლური ქრისტიანობა გულისხმობს, რომ ადამიანის მოვალეობა როცა ის კონკრეტულ ფორმას აძლევს რაიმეს, მდგომარეობს იმაში, რომ ამ საგნიდან მან უნდა გააკეთოს უსასრულობის არასრულყოფილი და ბოლოვადი მატარებელი. ეს არის ის ვარაუდი, რომელიც ამბობს, რომ იდეალურობა არ არის მთლიანად არასრულყოფილი კონკრეტულო- ბის გარეთ, არამედ მის შიგნითაცაა; და მაღლაც ისეა, როგორც დაბლა. დასავლური, ევრო-ატლანტიკური კულტურა დაფუძნებულია განხორციელების იდეაზე, იმ იდეაზე, რომ ყველაფერს მიეცეს ფორმა, პოლიტიკურ ცხოვრებას, სულიერ ცხოვრებას, მთავარია ფორმის მიცემა. აღმოსავლეთის ორთოდოქსალური კულტურა იდეალურობით არის შეპყრობილი. საგანი თუ კონკრეტული ფორმა არასოდეს არ არის იდეალი. ხოლო თუ ეს იდეალი არ არის, ის არაფერიც არ არის. სურვილია გქონდეს ყველაფერი ან არაფერი და რადგან ყველაფერი არ არის, ნათელია, რომ აქვთ არაფერი.
მასონობა არ ასწავლის ან ავალდებულებს ვინმეს ორდენში თუ მის მიღმა, თუ რა და როგორ იწამოს! მასონობაში შედიან სხვა-დასხვა რწმენის მქონე მამაკაცები, ისინი, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთის, რა ფორმთ, ეს უკვე მათი საქმეა. მასონობა არ ზღუდავს არანაირ რელიგიურ შეხედულებას, რწმენის სრული თავისუფლებაა. ორდენის შიგნით კი რელიგიაზე საუბრები საე-რთოდ დაუშვებელია!  უმთავრესი მოთხოვნაა ორდენში გაწევრიანების მსურველისთვის - ეს ღმერთის და სულის უკვდავე-ბის რწმენაა! ამიტომ, ათეისტისთვის ან ისეთი რელიგიური სექ-ტის წარმომადგენილისთვის (მაგ. იეღოვას მოწმეები), ვისაც სულის უკვდავების არ სწამს (რაიმე ფორმით) მასონურ ორდენში გაწევრიანება დახურულია. მასონური ორდენის შიგნით, ინდი-ვიდი ძმის აღმსარებლობის განხილვა დაუშვებელია, ყველა თა-ვისუფალია საკუთარ რწმენაში, ორდენის გარეთ. თავისუფალი მასონობა არის ისეთი სისტემა, რომელიც აძლევს საშუალებას სხვადასხვა რწმენის და აღმსარებლობის მამაკაცს, შეიკრიბოს ერთად, იმუშავოს ქვეყნისა და კაცობრიობის სასაკითეოდ, მთა-ვარია ღმერთის რწმენა და სიყვარული!

მასონობა არ ასწავლის ორდენის წევრობის კანდიდატს ან შემდგომში ორდენის წევრ-ძმას ღმერთის რწმენას, თუ რა არის რე-ლიგიური თავისუფლება, რა არის მორალი და რას ნიშნავს ქველმოქმედება. ადამიანი ორდენში უკვე ჩამოყალიბებული შეხედულებებით, რწმენითა და მოქმედებებით მოდის. თუ ვინმე იმისათვის წევრიანდება ორდენში, რომ გაიგოს თუ რა არის სამოთხე ან ჯოჯოხეთი, თუ როგორ იაროს „სწორად“ ღმერთისაკენ ან გაიგოს ნეტარებისა და ცხონების საიდუმლოებანი - მას ელის დიდი გულისაცრუება, ეს მასონობის, ორდენის საქმე და ფუნქცია არ არის. ამის შესახებ თითოეულა ჩვენთაგანმა ჩვენს ეკლესიაში, სინაგოგაში, მეჩეტსა ან სხვა ჩვენს აღმსარებლობისათვის შესაფერის ტაძარში უნდა შევიტყოთ. რელიგიური განსხვავებანი ყოველთვის აშორებდა ადამიანს ადამიანისაგან, სამწუხაროდ ასე გაგრძელდება, ალბათ მომავალშიც. მეკითხებიან, „თუ მართლაც ასეა რაზეც წერთ და საუბრობთ, მაშინ რატომ ხდება ყველაფერი საიდუმლოდ?“ საიდუმლოსა და „პირადულს“, პრივატულს შორის დიდი სხვაობაა. მე ადრეც ვწერდი, რომ მასონური ორდენი არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, ეს არის ადამიანთა ერთობა, საძმო, რომელსაც საკუთარი, პირადი, პრივატული „შიდა სამზარეულო“ გააჩნია, პატარ-პატარა საი-დუმლოებები, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერ ორგანიზაციას, ოჯახს, ადამიანს, ა.შ. პრივატულობა დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების საბაზისო უფლებაა! სწორედ მართველებს (მეფეებს და რელიგიურ ბელადებს) სურდათ დემოკრატიისა და ინდივიდუალური უფლებების მოსპობა, თვლიდნენ რა, რელიგიას მათი აბსოლუტური მართველობის განმტკიცებისა და შენარჩუნების ერთადერთ გარანტად, ხოლო მოაზროვნეებსა და განათლებას - მათი რეჟიმების, ბარაქისა და ქონების, უდარდელი ცხოვრებისა და მომავლის, უდიდეს საფრთხედ. თავის მხრივ თავისუფლების მოყვარულებს, განათლე- ბულ და მოაზროვნე ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, განვითარება და თავისუფლების განმტკიცება. დემოკრატია ვერ იარსებებს რელიგიური თავისუფლების გარეშე! ვიღაც იტყვის, ფუნდამენტალისტი ან ფსევდო პატრიოტი, - მაშ არ გვინდა დე-მოკრატია, ის ძირითადი ფასეულობები და ღირებულებები, რომლებიც პროგრესული სამყაროს სტაბილური განვითარების არა მარტო გარანტია, არამედ ძირითადი ქვაკუთხედია, ჩვენ ხომ ჩვენი კულტურა, ტრადიციები და „ჩვენი მეობა“ გაგვაჩნია! იმას კი ან ვერ ან არ ხვდებიან, რომ დემოკრატიის ფასეულობები, ღირებულებები და სტანდარტები, სწორედ ამ ინდივიდუა-ლურ კულტურებზე, ტრადიციებზე და „საერთო მეობებზე“ დგას! რომ სწორედ დემოკრატიის პირობებშია დაცული ინდი-ვიდის და საზოგადოების ყველა უფლება, ტრადიცია და ღირებულება. თავისუფლება არ ნიშნავს ანარქიას, მისი შეზღუდვა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ რაიმე ფორმით დაიცვა სა-კუთარი თვითმყოფადობა. დემოკრატიის შეზღუდვა, თუნდაც რომელიმე ერთ ასპექტში, ერთი მიმართულებით, დიქტატურის მომასწავებელია, სადაც შეზღუდვები გაცილებით მეტ მიმა-რთულებებზე გავრცელდება, ვიდრე საწყის ეტაპზე ვინმეს ეგონა! სწორედ თავისუფლების და დემოკრატიის მომხრეები, დამცველები და მებრძოლნი იყვნენ ბენიტო ხუარესი[ii], სიმონ ბოლივარი, ჯორჯ ვაშინგტონი, ჯუზეპე გარიბალდი, ხოსე დე სან მარტენი და მრავალი სხვა ღირსეული პატრიოტი და განმანათლებელი.
კათოლიკური ეკლესიისთვის მასონები წარმოადგენდნენ ინტე-ლექტუალურ კასტას, რომელსაც თავისი ნიჭით, შემოქმედებით და ავტორიტეტით შეეძლო შუასაუკუნეებში და რენესანსის ხანაში აბსოლუტიზმის არეალში მყოფი რომის ეკლესიის ძალაუ-ფლების შერყევა. თუნდაც იმიტომ, რომ შეეძლოთ დაესვათ შე-კითხვა "რატომ", რაც უკვე იმ პერიოდში მკრეხელობა იყო, ამა-სთანავე კათოლიკური ეკლესია შიშობდა, რომ ძმობა, თანასწო-რობა და თავისუფლება შეარყევდა იმ წყობას, რომლის მეშვეო-ბითაც ეს ინსტიტუცია მდიდრდებოდა... მუსულმანურ ქვეყნების ნაწილში მასონობა ითვლება დასავლეთის ჩანასახად და შე-საბამისად ის საწყისშივე არის ანტი-ისლამური, ამასთანავე ბევრი მასონია მუსულმანი და მთავარია ის ინტელექტი რომელიც გააჩნია ადამიანს და არა მისი რელიგიური კუთვნილება. მუსულმანების წინააღმდეგობა მნიშვნელოვანწილადაა დაფუძნებუ-ლი ანტისემიტიზმზე[iii] და ანტისიონიზმზე[iv], რიგ შემთხვევაში - ანტიდასავლურ განწყობაზე. აი, რაც ეხება მართლმადიდებლო-ბას, აქ ჯერ-ჯერობით ნაწილობრივ ინერციით და ნაწილობრივ მასონებთან ურთიერთობის დეფიციტის გამო, არსებობს გარ-კვეული გაორება და გაურკვევლობა. ეკლესიური ელიტის ნაწილი 1917 წლამდე მასონობაში ხედავდა მორალურ ეტალონს, ხოლო მეორე ნაწილი კი იყო ანტაგონისტურად განწყობილი.


[i] დანტე ალიგიერი - 1265-1321; იტალიელი მწერალი, პოეტი ფლორენ- ციიდან. მისი მთავარი ნაწარმოები "კომედია" (შემდგომში დაემატა ეპითეტი "ღვთაებრივი"), რომელიც საყოველთაოდ მოიაზრება, რო-გორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრო- მი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. იტალიურად მას "უზენაეს პოეტს" (იტალ. il Sommo Poeta) უწოდებენ.
[ii] ბენიტო ხუარესი - მეცხრამეტე საუკუნის მექსიკელი პოლიტიკური მოღვაწე. მექსიკის პრეზიდენტი და ეროვნული გმირი.
[iii] ანტისემიტიზმი - ებრაელი ერის ან რელიგიის მიმართ მტრული, უარყოფითი ან არასანდომიანი დამოკიდებულება. ისტორიულად, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პერიოდში ებრაელები ხშირად იყვნენ მასიური დევნის და შევიწროების საგანი. გერმანიაში ნაცისტუ- რი რეჟიმის (1933-1945) მკვეთრად გამოხატულ ანტისემიტურ პოლი-ტიკას შეეწირა დაახლოებით 6 000 000 ებრაელის სიცოცხლე.
[iv] სიონიზმი (ებრ.: צִיּוֹנוּת) — იდეოლოგია, რომლის საფუძველზე განვი- თარდა ნაციონალისტური მოძრაობაებრაელი ერის განთავისუფლე-ბისა და ებრაული სახელმწიფოს დაარსებისთვის ერეც ისრაელში. სიტ-ყვასიონიზმიმომდინარეობს იერუსალიმის ერთ-ერთი სახელიდანსიონი. ფილოსოფოსი ნათან ბირნბაუმი (1864-1937) პირველად იყენებს ამ სიტყვას ერთ-ერთ პუბლიკაციაში 1893 წელს, ჰოვევეი სიო-ნის მოძრაობის აღწერისას. ეს სიტყვა მოძრაობის სახელი საყოველთაო გახდა პირველი მსოფლიო სიონისტური კონგრესის (ვენა 1897) შემდეგ, სადაც ჰერცლმა თავის გამოსვლაში ნაციონალური მოძრაობა ამ სიტ-ყვით მოიხსენია.