Saturday, January 21, 2012

სახელმწფიო და რელიგია

ვივარაუდოთ და ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველო მონარქიიდან რესპუბლიკურ-კონსტიტუციურ წყობაზე 1918 წელს გადავიდა და პირველი კონსტიტუცია მივიღეთ, როგორც ყველას მოეხსენება 1921 წელს... ეს იმიტომ ავღნიშნე ესე ხაზგასმით და გამორჩეულად, რომ ფეოდალური საქართველოს ისტორია საკმაოდ საინტერესოა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების პრიზმაში, მაგრამ საკმაოდ ვრცლად სასაუბრო და ამ ჩემი ნოუთის მიზანი არის უფრო მეოცე საუკუნის და შემდგომი პერიოდის სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი შეფასება... უფრო სწორედ ეს უფრო ისტორიული ნარკვევებია... კოსნტიტუციის როლი და "განშორების" ფესვები...

1921 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლებისათვის, ერთ-ერთი უმთავრესი ამოსავალი დებულება იყო სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფა (კონსტიტუციის 16-ე თავი). საკონსტიტუციო კომისიის მასალებში მოიპოვება დოკუმენტი სახელწოდებით "სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ", რომელიც მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის ამ საკითხში კონსტიტუციის ავტორთა ფასეულობითი პრიორიტეტებისა და საკითხის გადაწყვეტის იდეურ-თეორიულ საფეძველზე... ამ დოკუმენტის ავტორი იყო გ. ნანეიშვილი.

დოკუმენტი იწყება ისტორიული ექსკურსით და აღწერით იმ მჭიდრო ურთიერთობებისა რაც სახელმწიფოსა და ეკლესიას არსებობდა საუკუნეების მანძილზე. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის სურვილი ერთმანეთთან აახლოვებდა სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა უთანხმოება ძალაუფლების განაწილების თაობაზე განაპირობებდა მათ შორის აშკარა თუ ფარულ ბრძოლას ( გორგასლიდან მოყოლებულ ბევრ საინტერესო ფაქტს გაიხსენებთ ალბათ...).
ხოდა... მერე მოდის საკმაოდ შეიძლება ითქვას საინტერესო და იმ დროისთვის ხმამაღალი (ც კი) განაცხადი... დოკუმენტის ავტორთა აზრით (თანამედროვე სახელმწიფოს პირობებში) "საზოგადოებრივ ურთიერთობის მოწესრიგებაში ეკლესიის მნიშვნელობა მეტად მცირეა" (სცსსა, ფ.1833, აღწ. 1, საქ. 192, გვერდი 58) და გარდა მონარქიული სახელმწიფოებისა, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კავშირმა "დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა" ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის წესრიგდება სინდისის თაავისუფლების ნიადაგზე. აქვე აღნიშნავენ, რომ სინდისის თავისუფლების აღიარება გარდაუვალად აყენებს "ეკლესიის და სახელმწიფოს განშორებას".... "რადგან სანამ არსებობს კავშირი ერთ რომელიმე ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, დამოკიდებულების სახით, სინდისის თავისუფლების განხორციელება და უზრუნველყოფა შეუძლებელია." (იქვე გვ. 59).

დოკუმენტის ავტორთა აზრით (რომელიც სრულად იქნა გაზიარებული, როგორც კონსტიტუციის ავტორთა ასევე პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მიერ), სინდისის თავისუფლება, რომლის შინაარსიც არის ის, რომ "ყოველ ინდივიდუმს შეუძლია იწამოს რაც სურს და ემსაზუროს იმ კულტს, რომელსაც აირჩევს", ეხება მეტისმეტად ინტიმურ სფეროს და კანონმდებლობა არ უნდა შეიჭრას ამ სფეროში, რადგანაც "როგორც ადამიანის აზრთა წყობა და ოცნება უვარგისი ობიექტები არიან უფლებრივი სანქციისათვის, ისე რელიგიოზური შეხედულებანი სრულებით გამოუდეგარი არიან სახელმწიფოს რეგლამენტაციისათვის". (იქვე)

სახელმწიფოს სრული ნეიტრალობა და მხოლოდ კონტროლი რომ ვინმეს "კულტი" არ იყოს ძალადობრივი სხვის მიმართ, მაგალითად "სხივის კულტის შეურაცხოფას ან სავსებით უარყოფას" (იქვე, გვ.60) .

აქვე აღნიშნულია, რომ სინდისის თავისუფლება მოიცავს ეკლესიის თავისუფლებას, სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას. ეკლესიის თავისუფლება კი ნიშნავს შემდეგს: 1. "ყველას უნდა შეეძლოს რელიგიოზური საზოგადოების დაარსება... 2. ამ რელიგიოზური კავშირების შინაგანი მხარეები უნდა შეადგენდეს მზოლოდ ეკლესიის საქმეებს და 3) ყველა სარწმუნოებრივი საზოგადოებანი უნდა იყვნენ თანასწორუფლებებით აღჭურვილი" (იქვე). კონსტიტუციის ავტორები თვლიდნენ რომ, ამ სამი ელემენტიდან რომელიმეს უარყოფა ნიშნავს ეკლესიის თავისფულების შეზღუდვას.

სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფა ნიშნავს :

1) სახელმწიფოს გათავისუფლებას ეკლესიის შესანახად გაწეული ყოველგვარი ხარჯებისაგან;
2) სამღვდელოების უფლებრივ გათანასწორებას სხვა მოქალაქეებთან;
3) რომელიმე რელიგიური კულტის აღმსარებლობას არ უნდა ჰქონდეს არავითარი მნიშვნელობა სამოქალაქო მდგომარეობაზე

ისე ხელნაწერში (როდესაც ავტორს გაუნალიზებია რამოდენიმე სხვა სახელმწიფოს გამოცდილება ამ საკითხში) მიუწერია და მერე გადაუშლია... "როგორც შესძლეს სხვებმა, ისევე შეგვიძლია ჩვენც შევწყვიტოთ უმთავრესი ძაფები ამ კავშირისა"

საუბარი იყო ქონებრივ შეზღუდვებზე, რაც მნიშვნელოვან ასპექტად მიაჩნდათ დეპუტატებსა და ავტორებს.

თუმცა დავებმა თავი მაინც (და რა თქმაუნდა) იჩინა პროექტის დამტკიცებისას... ძირითადად ეკლესიის სუბსიდირებაზე იყო საუბარი და "ტექსტის შერბილებაზე", ვინაიდან საქართველოში იყო არა სტაბილური რელიგიური თუ პოლიტიკური სიტუაცია (მუსლიმები და სომხები, გრეგორიანელები).

თუმცა პროექტი იქნა უცვლელად მიღებული, თუმცა 1920 წლის 11 მაისს, შევიდა გარკვეული ტექნიკური შესწორებანი.

საბოლოოდ საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-16 თავს დამფუძნებელ კრებაზე კონსტიტუციის მირების დროს, დიდი კამათი არ გამოუწვევია, იყო უმნიშვნელო ჩასწორებები მემარცხენე ორიენტაციის პარტიებისაგან, სპ. კედია (ედპ) ითხოვდა ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულების ჩაწერას სუბსიდირების შესახებ, თუმცა არ იქნა აღნიშნული მოსაზრება გათვალისწინებული. 

ამასთანვე აღსანიშნავია, რომ 1920 წლის 31 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დამფუძნებელ კრებას გაუგზავნა საეკლესიო კრების დადგენილება, რომელშიც სხვა ბევრ საინტერესო ისტორიულ ფაქტთან ერთად იღო აღნიშნული კრების პოზიცია - კრების აზრით სახელმწიფოსა და ეკლესიის "ურთიერთისგან განშორება" არავითარ საფრთხის შემცველი არ იქნებოდა. კრება თვლიდა რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შესძლებდნენ "მშობელი ერის სამსახურს" თუმცა კრება ითხოვდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას რეფერენდუმის მიერ, რაც მთავრობის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული...

მემგონი საინტერესო ფრაგმენტია საქართველოს უახლესი ისტორიიდან.

და ბოლოს... თუ გაინტერესებთ საპარლამენტო-საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ვინაობა:

1. თავმჯდომარე - რ. არსენიძე
2. პ. საყვარელიძე
3. გ. რუსია
4. ი. ბარათაშვილი
5. ლ. ნათაძე
6. გ. გვაზავა
7. კ. ჯაფარიძე
8. ი. გობეჩია
9. და "გარედან მოწვეული მცოდნე პირი - გ. ნანეიშვილი