Wednesday, June 26, 2013

მასონობა რელიგიაა? და ისევ ალბერტ პაიკი. (მასალა წიგნიდან "მორალი და დოგმა; მასონობა, ადამიანი, რელიგია")


მასონობა რელიგიაა? და ისევ ალბერტ პაიკი...

დამავიწყდა (და ვერც დავთვლიდი) უკვე,თუ რამდენჯერ მკით-ხეს ერთიდაიგივე შეკითხვა - „არის თუ არა მასონობა რელიგია“ და ათიათასჯერ ალბათ მიპასუხია - „არა, მასონობა არ არის და ვერც იქნება რელიგია“. რაც მთავარია მასონობას არც უნდა რომ იყოს რელიგია! მაგრამ ისიც საინტერესოა, რომ ამ შეკითხვის დამსმელთა გარკვეული ნაწილი, მაინც საკუთარ აზრზე რჩება, მიუხედავად ჩვენგან ახსნა-განმარტებისა, ვინაიდან ისინი არც ელიან პასუხს, მათ საკუთარ თავში ზომბირებულად უკვე მიი-ღეს და გადაწყვიტეს პასუხი. მათ მაგივრად იფიქრეს, უფრო სწორად... მასონობას ბრალს სდებენ იმაში, რომ ცხონებისთვის სთავაზობს „კეთილი საქმის კეთებას“, „სიკეთისთვის მუშაობას“ და ღმერთისკენ ამ გზით სვლას. პირველი ნაწილი ამ თეორიის სიცრუეა, მასონობა არავის სთავაზობს ან ასწავლის ცხონების შესაძლებლობას, ასევე სიცრუა ის ფაქტი, რომ მასონობა ვინმეს კონკრეტულად მიუთითებს თუ როგორ იაროს ამ ადამიანმა ღმერთისაკენ. ეს ინდივიდუალური მასონის პირადი რწმენის და რელიგიური ინსტიტუტის ფუქნციაა. მასონობა არ არის რე-ლიგია, ლოჟის შიგნით თქვენ მხოლოდ ერთ „რელიგიურ“ ატ-რიბუტს შენიშნავთ - ეს წმინდა წიგნია (ბიბლია, თორა ან ყურა-ნი ან ყველა ერთად). ვინაიდან ინგლისში და აშშ-ში მასონთა უმეტესობა პროტესტანტია, ისინი ინგლისურ ენაზე ნათარგმნ მეფე ჯეიმსის ბიბლიის ვერსიას იყენებენ, რიგ შემთხვევაში კი „მასონურ ბიბლიას“, მაგრამ „მასონური“ ამ ბიბლიაში მხოლოდ ის არის, რომ წინასიწყვაობა აქვს, რომელშიც მასონური ისტო-რია და წარმოშობაა აღწერილი. მოკლედ, გააჩნია, ლოჟა რომელ ქვეყანაში და საზოგადოებაში ფუნქციონირებს, მაგ. საქართვე-ლოში წმინდა წიგნი ლოჟაში სამია - ბიბლია (ძირითადი), თორა და ყურანი. ასევე შეიძლება „რელიგიურად“ მივიჩნიოთ ის ფაქ-ტიც, რომ ყოველი წახემსების წინ მასონები ლოცულობენ, სტანდარტულად, იგივე ლოცვას ამბობენ, რაც მათი სარწმუნოებით არის განსაზღვრული. მასონობა არ არის რაიმე სახის დამოუკი-დებელი რელიგია, სექტა, რელიგიური ინსტიტუტი ან ორგანი-ზაცია, ის არ ასწავლის თუ რა არის სამოთხე ან ჯოჯოხეთი, თუ როგორ უნდა იცხოვრო, რომ მიხვიდე უფალთან, რა არის ცხონება, ა.შ.
 
რიგი რელიგიური ფუნდამენტალისტი ამტკიცებს იმას, რომ მასონობას არ აქვს უფლება ისაუბროს და განავითაროს მორალუ-რი და ეთიკური სწავლებები და ნორმები, ვინაიდან „იესო ქრის-ტეს გარეშე არ არსებობს რაიმე მორალური დოქტრინის სწავლე-ბის შესაძლებლობა“. ანუ თუ არ არის ქრისტიანული სწავლება, სხვა სწავლება ვერ იქნება მორალის, ეთიკის და სიყვარულის გამავრცელებელი სწავლება. მე არ მიმაჩნია ეს მართებულად.

მასონებისადმი, ქრისტიანების მხრიდან უფრო მეტად ისმის ბრალდებები, ვიდრე სხვა რელიგიური მიმართულებების წარ-მომადგენლებისაგან, რომლებიც შედარებით ლოიალურად არიან განწყობილი კალატოზებისადმი. მასონები ქრისტიანების „მტრები“ რატომ არიან, ამაზე უკვე რამოდენიმე ფაქტი მოვიყვა- ნე, ძირითადად კათოლიკური ეკლესიის მესვეურების დამსა-ხურებაა, მაგრამ ისინიც კი საჭიროდ მიიჩნევდნენ მათი „არგუ-მენტების“ გამყარებას, ამისთვის კი სხვადასხვა „წყაროებს“ იყე-ნებდნენ. მე, ალბერტ პაიკის თავგამოდებული გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვარ ობიექტური სიმართლის მო-მხრე. ალბერტ პაიკის შეხედულებებს, ფილოსოფიასა და მოსა- ზრებებს ბევრი მასონი იზიარებს ან არ იზიარებს, ან იზიარებს ნაწილობრივ, ვინაიდან ის მისი პირადი მოსაზრებები და შეხე-დულებებია!

ალბერტ პაიკთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მრავა-ლი ტყუილ-მართალი ამბავი, ისტორია და ჭორი დადის. იგი 1809 წელს, მასაჩუსეტში დაიბადა, სკოლიდანვე სწავლობდა ლათინურს, ძვ. ბერძნულსა და ივრითს. ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც 2 წლის საბაკალავრო კურსი ერთ წელი-წადში დახურა, თუმცა შემდგომში ვეღარ შეძლო უნივერსიტე-ტის სწავლის მაღალი საფასურის გადახდა. იგი მასაჩუსეტსი-დან არკანზასში გადადის, სადაც პედაგოგიურ და საგამომცემ-ლო საქმიანობას ეწევა. მოგვიანებით ის იურისპრუდენციას ეუფლება და შტატის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეც ხდება. 1846 წლიდან კი მისი სამხედრო კარიერა იწყება. 1850 წლიდან პაიკი არკანზასის ერთ-ერთ ლოჟაში ინიცირებას გადის და იორკული წესის დამატებით ხარისხებსაც იღებს. 1853 წელს იგი ჩარლსტონში მიემგზავრება, სადაც 32- ხარისხის მიღების შემდგომ არკანზასის შოტლანდიური წესის ინსპექტორის მოა-დგილედ ინიშნება. ამ პერიოდისათვის შოტლანდიური წესი სა-კმაოდ მცირერიცხოვანია (სავარაუდოთ ათასამდე წევრი). 1859 წლის იანვარში ალბერტ პაიკი შოტლანდიური წესდების სამ-ხრეთ მასონური იურისდიქციის ხელმძღვანელი ხდება, ცხოვ-რების ბოლომდე - 1891 წლამდე.
1862-1868 წლებში, პაიკი მიდის ოზარკის მთებში, სადაც ის, მთელი ეს პერიოდი, ცხოვრობს მარტო, სწავლობს ჰერმეტიკას, ალქიმიას, კაბალას, აღმოსავლურ მანუსკრიპტებსა და ფილო-სოფიას. ამავე პერიოდში იგი ამუშავებდა და ანვითარებდა შო-ტლანდიურ რიტუალს, დასავლური ეზოთერიკული ტრადიცი-ების კვალდაკვალ. მუშაობის დასრულების შემდგომ, იგი მიე-მგზავრება ქ. ვაშინგტონში და გადასცემს მის ნაშრომებს შოტ-ლანდიური წესის უმაღლესს საბჭოს. პაიკის კვლევების შედე-გებს და დასკვნებს  ბევრი მასონური იურისდიქცია არ ეთანხმება.

ელიფას ლევი 1855 წელს ქმნის მისეულ თეორიას - იგი აკავშირებს ძველ ეგვიპტურ ღმერთს (თხის გამოსახულებით), ხუთქი-მიან ვარსკვლავთან და სწორედ მასზე საუბრობს როგორც ბა-ფომეტზე. მოგვიანებით, ალბერტ პაიკი, მოექცა ლევის გავლენის ქვეშ და ასევე აკავშირებდა ამ ორ სიმბოლოს ერთმანეთს, მა-გრამ ბოლოს სხვა დასკვნებამდე მივიდა, რაც უკვე ვიწრო წრემ იცის, ვინაიდან ეს თემა „პოპულარულია“ მხოლოდ სკანდალის-თვის და მეცნიერული მუშაობის არასაინტერესო ნაწილი, რო-მელიც პროცესსა და შედეგს ეხება, ნაკლებად აინტერესებთ. რაც ეხება ბაფომეტის მასონებთან "მიწებებას", ეს ყველაფერი ლეო ტაქსილის მოღვაწეობის შედეგია. ის საკმაოდ მოხერხებულად იყენებდა ალბერტ პაიკის ფსევდო გამოცემებს (ანუ გამოცემებს, რომელიც რეალურად ალბერტ პაიკს არც ეკუთვნოდა) და ამო-ნარიდებს, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ტექსტებს, იმისათვის, რომ ხალხი დაერწმუნებინა მის სიმართლეში.

ანტი-მასონები უპირველეს ყოვლისა იყენებენ ალბერტ პაიკის „მორალი და დოგმა“-ში პაიკის მიერ ნახსენებ „ლუციფერს“, რო-გორც მტკიცებულებას იმისა, რომ პაიკი - შოტლანდიური წეს-დების 33ე ხარსხის მასონი, ღიად საუბრობდა ლუციფერზე, როგორც „სინათლის მომტანზე“, სინათლის ანუ „განათლების“. 

აქ მოვითხოვ თქვენს ყურადღებას - უპირველეს ყოვლისა ინგ-ლისურად ნათარგმნი მეფე ჯეიმსის ბიბლია შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს, რომელთა აღმოსაფხვრელად გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მუშაობდა სპეციალური ჯგუფი. საინტერსოა, რომ ლუციფერი სწორედ ბიბლიის ამ ვერსიის ძველი აღთქმის მეთოთხმეტე თავში „ჩნდება“, ისაიას წიგნში, როგორც აჯანყე-ბული და სამოთხიდან ჯოჯოხეთში განდევნილი ანგელოზე-ბის წინამძღოლი, ანუ ე.ი. სატანა. მაგრამ,ალბათ ბევრი მორწმუ-ნე და ბიბლიის ამ ვერსიის მიმდევარი არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ ლუციფერი ლათინური სიტყვაა და ის ვერ იქნებო-და ბიბლიის ორიგინალურ ტექსტში! დაინტერესებულმა მკით-ხველმა, რომ გადაამოწმოს ბიბლიის ეს მონაკვეთი, ებრაულ ორიგინალთან, უცნაურს ფაქტს გადააწყდება - ძველი აღთქმის ისაიას წიგნის მეთოთხმეტე თავში საუბარი სულაც არ არის და-ცემულ ანგელოზზე, არამედ თავი მოგვითხრობს ბაბილონელ მეფეზე, რომელიც ებრაელების დევნით იყო „გართული“ მთე-ლი მისი მეფობის პერიოდი. იგი ფაქტობრივად გენოციდს უწ-ყობდა ებრაელებს და გამოირჩეოდა სისასტიკით. სატანაზე სა-უბარი საერთოდ არ არის. ფაქტია, რომ თარგმნის დროს საუკუ-ნეების წინ ვიღაცამ მოინდომა და „თვითნებურად“ შეცვლა თა-ვის შინაარსი, ფაშისტი მეფე ამოაგდო და მის ნაცვლად ალეგო-რიული თუ პრაგმატული გათვლით ჩასვა სატანა და მას შეარ-ქვა ლუციფერი. რატომ ლუციფერი? რომაულ ასტრონომიაში ლუციფერი დილის ვარსკვლავის სახელია, ანუ ვენერის, რომე-ლიც ჩნდება ზეცაზე მზის ამოსვლამდე. ლათინურად, დილის ვარსკლავის - ლუციფერის სახელი, წარმოიშვა ტერმინ lucem ferre -დან, რაც „სინათლის მომტანს“ ან „სინათლის მატარე-ბელს“ ნიშნავს. ხოლო ბიბილიური ტექსტის ორიგინალში ბაბი-ლონელ მეფეს ჰელალ, შაჰარის ძე-ს უწოდებდნენ, რაც თარგმა-ნში „დღის ვარსკვლავს, განთიადის ძეს“ ნიშნავს. როდესაც კა-თოლიკე მეფემ ჯეიმს პირველმა დაავალა სწავლულთ ბიბლიის ინგლისურად თარგმნა, ამ უკანასკნელმა არ გამოიყენეს ორიგი-ნალი ებრაული ბიბლიის ტექსტი და გამოიყენეს წმ. ჯერომის მიერ ლათინურად ნათარგმნი ბიბლიის ტექსტი,სწორედ იქ იყო  უკვე „დღის ვარსკვლავი“ მეფის ნაცვლად, რომაულ-ლათინური  „ლუციფერი“, თან უკვე როგორც ზნედაცემული და სამოთხე-დან გამოდევნილი ანგელოზების მეთაური - სატანა. ეს ტერმი- ნი საერთოდ ძაბავს ქრისტიანებს, რომლებიც აიგივებენ „დი-ლის ვარსკლავთან“ თვით იესოს. 1970 წელს სწვლულთა ჯგუ-ფმა, რომელშიც თითქმის ყველა ქრისტიანული მიმდინარეობის წარმომადგენელი შედიოდა, მიიღო ახალი „ინგლისური {ენოვა- ნი-ავტ.} ბიბლია“, სადაც „ლუციფერის“ ნაცვლად არის ნახსენე-ბი „დილის ვარსკვლავი“. რა თქმა უნდა უფალია ძველი და ახა-ლი აღთქმის დაწერის სულის ჩამდგმელი და მისი ნებით დაი-წერა ბიბლია, მაგრამ ის ნამდვილად არ არის „პასუხისმგებელი“ საუკუნეების განმავლობაში ბიბლიის არასწორ თარგმნასა და ინტერპრეტაციაზე. ეს შეცდომები კი ხშირად უნებლიედ ხდე-ბოდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ რიგ შემთხვევაში გა-მიზნულადაც.

როდესაც ალბერტ პაიკი საუბრობს „ლუციფერზე“ და მის გზა-ზე, ის საუბრობს სინათლის, ანუ განათლების მოტანაზე და სწორედ განმანათლებლობაზე, როგორც მომავლის გზაზე. არის ერთი მომენტი, ყველა ავტორს გააჩნია საკუთარი ენა, გადმოცე-მის საშუალება, შეიძლება ადამიანი იყოს კარგი მოსაუბრე, მაგ-რამ წერდეს გაურკვევლად ან პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ალბერტ პაიკი საუბრობდა სწორედაც იმ „ლუციფერზე“, რომე-ლიც „სინათლის მომტანია“, ანუ განათლების გამავრცელებე-ლია (რაღაც კონტექსტში, შეიძლება ითქვას, რომ ლუციფერი პრომეთეც არის, ანუ ამირანი, ისიც სინათლის მომტანია კაცობ-რიობისათვის), მას უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მისი ყველა მკითხველი ვერ აღიქვამდა მის „ქარაგმებს“ ადეკვატურად და მის ნაწერს მოყვებოდა სწორედ ისეთი გაურ-კვევლობა, რაც მოჰყვა და კარგადაც გამოიყენა მრავალმა ანტი-მასონმა ავტორმა. ალბერტ პაიკის დროსაც იყო მრავალი ქრის-ტიანი, რომელიც არ ინცობდა ლათინურ ენას ან ბიბლიის ებრა-ულენოვან ორიგინალს და მისთვის „ლუციფერი“ იყო მხოლოდ ერთი - „სატანა“.

სწორედ ალბერტ პაიკსა და მის ნაშრომს- „მორალი და დოგმა“-ს იყენებს შემდგომი პერიოდის ყოველი ანტი-მასონი ავტორი, როგორც არგუმენტს იმისა, რომ ყველა მასონი ლუციფერის თა-ყვანისმცემელია. არადა არც პაიკია ცოცხალი, რომ ამტკიცოს სა-პირისპირო და მასებიც მსგავსი შინაარსის ერთ გამოცემას, რომ წაიკითხავენ, მერე ნაკლებად ეცნობიან კონტრ არგუმენტებს... ფაქტია, რომ პაიკის ეს ნაშრომი აბსოლუტურად ნეიტრალურია, მასში ასახულ მოცემულობებს, როგორც მასონი, შეიძლება და-ვეთანხმო ან არ დავეთანხმო, მაგრამ სულ ეს არის, ამაზე მეტი არაფერია, არანაირი სატანა, არანაირი სხვა ქვეკონტექტსები!

რაც მთავარია, ლეო ტაქსილმა დიდი ფინანსური სარგებელი ნა-ხა და ალბერტ პაიკის „ლუციფერი“ მის ერთ-ერთ „ბრენდათ“ აქცია. გაბრიელ პაჟი (ტაქსილის ნამდვილი სახელი), ფინანსუ-რი მაქინაციების გამო ხან საფრანგეთში და ხან შვეიცარიაში იმალებოდა, ბოლოს ანტი-კათოლიკური პაფლეტებისა და სტა-ტიების წერა დაიწყო, იქნებ და გაყიდვები გაეზარდა და ფული ეშოვნა. იმ იმედით, რომ ამ საქმეში მას მასონები დაეხმარებოდ- ნენ ლეო ტაქსელი წევრიანდება მასონურ ლოჟაში (lodge Le Temple de L'Honneur Français), პარიზში, 1881 წელს. მისი გეგმე-ბის და მიზნების გამოაშკარავების შემდგომ იგი გაირიცხა ამ ლოჟიდან პირველივე საფეხურზე. ლეო ტაქსელი თვლიდა (არ-სებობს კონკრეტული მიმოწერაც), რომ მისი ანტი - კათოლიკუ- რი გამოსვლები და გამოცემები, მას პოპულარობას და ფინან-სურ მოგებას ვერ მოუტანდა და იგი ახალი სამიზნის ძიებაში, განაწყენებული მასონურ ლოჟაზე, რომელმაც "მას ვერ გაუგო" გადაწყვიტა ახალი პუბლიკაციით მოეხვეჭა სახელი და ფინა-ნსები. 1885 წლიდან, მან რამდენიმე ანტი-მასონური გამოცემა-პუბლიკაცია გამოსცა (მაგ. "The Three-point Brothers"; "The Anti-Christ" და "the Origin of masonry"; ასევე "The Cult of the Great Architect"; "Pius IX, Freemason?" და ბინძური წიგნი "The masonic Assassins"). რომის პაპის მრჩევლები პაპს ერთ ხმად უყვებო-დნენ, რომ სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე პროცე-სებზე, რევოლუციებზე, სახალხო აჯანყებებზე, სიტყვის თავი-სუფლების მოთხოვნაზე, საარჩევნო უფლების მოთხოვნაზე, დემოკრატიის ფასეულობებისა და პრინციპების განვითარება-ზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტი-ტუტების განვითარებაზე; თავისუფლების, თანასწორებისა და ადამიანის სხვა ძირეული უფლებების მოთხოვნაზე პასუხის-მგებლები იყვნენ სწორედ მასონები, მასონური ორდენი და რომ ეს მოასწავებდა კათოლიკური ეკლესიის მართველობის საბო-ლოო დაკნინებას, „რწმენის შესუსტებას“ და ეკლესიის როლის გაუფასურებას!  როგორც ზემოთ ვწერი, ლეო ტაქსილმა 1897 წლის 19 პრილს, პარიზში, საჯაროდ გამოაცხადა, რომ გააბითუ-რა ყველა, ამაზე ყველა იმ დროის გაზეთი 33 გვერდიან სტატია- საც აქვეყნებს შეხვედრის შემდგომ, მაგრამ ის ზიანი რაც მან მიაყენა მასონურ ორდენს არსად გამქრალა, დღესაც ხშირად შევხდებით იმ აბსურდულ ბრალდებებს, რომელიც სწორედ მი-სი შრომების საფუძველზე ისმის, თუმცა ამ ბრალდებების გამ-მეორებელმა არც ის იცის, თუ ვის და რას იმეორებს და არც ის, თავისთავად, რომ მისი ეს ბრალდებები, ცილისწამება იყო, რაც 120 წლის წინ თვით ავტორმაც დაადასტურა საჯაროდ.

ისევ და ისევ, სწორედ ალბერტ პაიკის „მორალი და დოგმა“-ზე, ტამპლიერთა დაპატიმრების ბრალდებაზე და ლეო ტაქსილის შრომებზე „დაყრდნობით“, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს „მასონთა მხილების“ კამპანიით გამოჩნდა კიდევ ერთი ავანტიურისტი - პეტ რობერტსონი, წიგნით „ახალი მსოფლიო წესრიგი“! თავიდანვე ვიტყვი, რომ იგივე სათაურით წიგნი გა-მოვიდა რობერტსონის გამოცემამდე რამდენიმე წლით ადრე, მაგრამ მაშინ მას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, რობერ-ტსონი კი გავლენიანი ადამიანია და მისი გამოცემა ეგრევე დაი-ტაცეს. პეტ რობერტსონი მედია მაგნატია, მილიარდერი, რომე-ლსაც დიდი კაპიტალი გააჩნია. მას რამოდენიმე ტელევიზია, გაზეთი და რაოდიო არხიც ეკუთვნის, სხვა უამრავი ბიზნესის გარდა. 1988 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენ-ტობის კანდიდატიც კი იყო. მან საკუთარი მიზნების მისაღწე-ვად, რომელიც ახლა ამ გამოცემის განხილვის ინტერესს სცილ-დება, დაარსა პოლიტიკური პარტია-მოძრაობა „ქრისტიანული კოალიცია“ და სწორედ ამ კოალიციის დახმარებით გამოსცა პე-ტმა წიგნი „ახალი მსოფლიო წესრიგი“, სადაც ის საუბრობს მა-სონურ შეთქმულებაზე, მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩაგ-დების მიზნით, მანამდე კი ეროვნული მთავრობების განადგუ-რებისა და ქრისტიანების ამოწყვეტის გეგმით!!! გეცნობათ ალ-ბათ, ვინაიდან ათასობით ნათარგმნი ტექსტი თუ გადაკეთებუ-ლი ვარიანტი ითარგმნა რუსულ და შემდგომ უკვე ქართულ ენაზე, ზოგმა ავტორმა და რიგმა სასულიერო პირმა უკვე „დაკა-რგა“ კიდეც რეალობის აღქმა და თვით წიგნის ავტორი მონათ-ლეს მასონად, რომელიც აღსარებას აბარებს რატომღაც საზოგა-დოებას. სწორედ პეტ რობინსონის აქტივობით არის დღეს საქა-რთველოში მასონობა ასეთი მიუღებელი, საზოგადოების გარ-კვეული ნაწილისთვის, სწორედ ამ წიგნის ციტირებას ახდენენ ჩვენი რიგი სასულიერო პირები, ისე რომ არც თვითონ წიგნი წა-უკითხავთ ორიგნალში და ვეჭვობ, არც  მისი სრული თარგმა-ნიც. სიტყვა სიტყვით იმეორებს ჩვენი ქართველი მრევლი რობე- რტსონის და შემდგომ უკვე მის მიერ „აყოლილი“ პირების ტექსტს, რომ მიჰყვე წიგნს, გეგონება დაიზეპირესო...

რობერტსონი წერს, რომ ამ მსოფლიო შეთქმულებაში მონაწი-ლეობენ მასონები, გაერო, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბან-კი (ანუ ეროვნული ბანკი), სხვადასხვა ბიზნესმენი და პოლიტი-კოსი. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ რობერტსონს საკუთარი საგამომცემლო სააგენტო და მედიის მრავალი საშუა-ლება აქვს, მისი წიგნი „ახალი მსოფლიო წესრიგი“ საკმაოდ პო-პულარული გახდა, გავრცელდა როგორც ბეჭდვითი მეთოდით, ასევე ონ-ლაინ, სხვადასხვა ვებ გვერდზე, სოციალურ ქსელებში (უკვე სხვადასხვა ინტერპრეტაციებით) და სწორედ ამ წიგნიდან ტექსტი „ედება“ Youtube (იუთუბ-ზე) წარმოდგენილ ვიდეოებს, ისე რომ ბევრმა „მინი ავტორმა“ არც კი იცის კონკრეტულად რომელი წყაროდან აქვს მას ეს ინფორმაცია.

რობერტსონი საუბრობს, რომ ალბერტ პაიკი ადარებდა ყოვ-ლის-მხედველ თვალს ძველ ეგვიპტურ ღმერთ ოსირისის რე-ლიგიურ კულტში არსებულ ელემენტებს და თვლიდა, რომ სწორედ ამ კულტის თაყვანისცემის გამო ჰქონდა მასონობას მრავალი სიმბოლო „მიღებული“. რობერტსონი ასევე საუბრობს აშშ-ის ეროვნულ ღერბზე, რომელიც ასევე ერთ დოლარიან კუ-პიურაზეა გამოსახული. ის დასძენს, რომ სწორედ ოსირისის და არა უფლის ყოვლის-მხედველი თვალია გამოსახული კუპიურა-ზე და იქვე საუბრობს ლათინურ მოტოზე, რომელიც აშშ-ის და-მოუკიდებლობის აქტის მიღების წლის (რომელიც გამოსახუ-ლია რომაული აღნიშვნით) და დაუსრულებელი პირამიდის გა-რშემო წრეზე არის წარმოდგენილი - „Annuit Coeptis”  - ზემოდან და „Novus Ordo Seclorum“ - ქვემოდან. რობერტსონ ად-გა და საკუთარი თარგმანი შესთავაზა საზოგადოებას - Annuit Coeptis – „ის შეწევნით გვიყურებს ჩვენს წამოწყებაში“, სადაც „ის“-ში ოსირისს გულისხმობს და Novus Ordo Seclorum – „ახალი მსოფლიო წესრიგი“. ანუ რობეტსონის „აზრით“ ეს წარწერა გვე-უბნება, რომ - „ოსირისი თავისი თვალით, მზერით ყველანაირი შეწევნით უყურებს ახალი მსოფლიო წესრიგის“ შექმნას. სინამ-დვილე „ოდნავ“ განსხვავებულია - ვინც კი ლათინური ენის სპეციალისტია დაგიდასტურებთ, რომ Annuit Coeptis ნიშნავს „დასაწყისის ჟამი/დრო“, რაც სწორედ 1776 წელზე მიუთითებს, ანუ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის წელს. სი-ტყვა seclorum რომაელი პოეტ ვირგილიუსის დროს „თაობას“ ან „ასაკს“ ნიშნავდა, შემდგომ პერიოდში კათოლიკურმა ეკლესიამ ამ სიტყვას მხოლოდ ერთი „secular“- „სეკულარული“ ანუ „დრო-ებითი“ -ს მნიშვნელობა დაუტოვა. თვით Novus Ordo Seclorum ნიშნავს „{შემდგომი} თაობების ახალ წესრიგს“. ანუ მოტოში მი-თითებულია - „ {1776} დასაწყისი ჟამისა, რომელსაც {შემდგომი} თაობებისათვის ახალი წესრიგი, {წყობა} მოაქვს“. საიდან „გამო- ქექა“ რობერტსონმა „მსოლიო“ გაურკვეველია, ვინაიდან ლათი-ნურად „მსოფლიო“ არის „mundus“!
თავის წიგნში რობეტსონი უფრო შორს მიდის ფაქტების დამა-ხინჯებაში, საუბრობს „ნასესხებ“ რიტუალზე, რომელიც მასონე-ბმა ჩინურ საიდუმლო ორგანიზაცია „ჰუგის საზოგადოებისა-გან“ გადმოიღეს. „ტინ ტეი ჰუი“ („ზეცისა და მიწის საიდუმლო საზოგადოება“) არანაირ კავშირში არ არის მასონობასთან და ის-ტორიულ ქრონოლოგიაში გამორიცხულია, რომ მასონობას ამ ჩინური ორგანიზაციისაგან ესესხა რაიმე რიტუალი. ისე, დღეს ეს საიდუმლო ორგანიზაცია არსებობს, სახე შეცვლილი- ეს ცნო-ბილი ჩინური „ტრიადებია“!

პეტ რობერსონი ხშირად ციტირებს და იყენებს ქალბატონი ნეს-ტა ვებსტერის 1924 წლის შოვინისტურ-ნაცისტურ გამოცემას „საიდუმლო საზოგადოებები“, სადაც ავტორი საუბრობს „მსოფ-ლიო შეთქმულებაზე“, ოღონდ აქ დამატებით ფიგურირებენ ებ-რაელები, გერმანელი ბანკირები და ავბედითი აშშ-ის სარეზერ- ვო ფედერალური ბანკი. შეთქმულების მიხედვით, მსოფლიოზე გაბატონების მიზნით, ფიგურირებს „საფრანგეთის დიადი აღ-მოსავლეთი“ და „ბავარიელი ილუმინატები“. ჩვენმა ძვირფასმა რობერტსონმა, რა თქმა უნდა, ეს პერსონაჟებიც გამოურია თა-ვის წიგნში და შექმნა გარკვეული „მონსტრების კორპორაცია“, რომელიც ლამობს ფინანსური და პოლიტიკური მეთოდებით სხვადასხვა სახელწმიფოს გარყვნას, ეროვნული მთავრობების განადგურებას, ქრისტიანობის მოსპობასა და მსოფლიო ბატო- ნობის განხორციელებას. ამ შეთქმულებაში, როგორც ვახსენე მონაწილეობენ „მასონები“ , მათ შორის „საფრანგეთის დიადი აღმოსვლეთი“ (რომელიც მასონური სტრუქტურა რეალურად არც არის), ბანკირები, რომლებსაც აშშ-ის ფედერალური სარე-ზერვო ბანკს ხელმძღვანელობენ, „ბავარიელი ილუმინატები“და ებრაელები! სრული პალიტრაა! და ყველას ერთად სურს ქრის-ტიანების ამოჟუჟვა და მსოფლიოზე გაბატონება! და ფუნდამენ- ტალისტ, ტერორისტ მუსლიმებს არაფერს ვერჩით ნეტა? თუ მა-თთან თანაცხოვრებით ვაპირებთ მსოფლიოზე ბატონობას...?! მე ახლა ვცდილობ ლაკონურად გადმოგცეთ, თუ რა აბდაუბდა წე-რია რობერტსონის „ახალ მსოფლიო წესრიგში“. სწორედ ეს აბდაუბდა ისმის მერე ქართველებთან საუბარში, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია - ახალგაზრდებათან დიალოგში. ამ წიგნიდან გამომდინარე, მავანს „სჯერა“, რომ „ბავარიელი ილუმინატები“ დღესაც არსებობენ, რაც არ შეესაბამისება სიმართეს.

ილუმინატების საზოგადოება ჩამოყალიბდა ბავარიაში 1776 წლის 1 მაისს, მისი მამამთავარი იყო ადამ ვაისჰაუპტი. ილუმი-ნატების ორდენი აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას დე-იზმს[i] და ბევრი პრინციპიგადმოიღომასონური ორდენიდან. განსხვავებით მასონებისგან, ამტკიცებდა, რომ ადამიანი რო-გორც ესეთი, ცუდი არ არის, მაგრამ მასზე უარყოფითად მოქმე-დებს სახელმწიფო და რელიგია. თვითონ ვაისჰაუპტი იეზუი-ტი[ii] იყო, დაილუმინატების ორდენიაქტიურ ანტიკათოლი-კურ კამპანიას ეწეოდა.ორდენის დაფუძნებიდან წელიწად ნახე-ვრის მერე, როდესაც ვაისჰაუპტმა ამოწურაადამიანური რესუ-რსებისმოზიდვის სქემა (მან, როგორც ინგოლშტატის უნივე-რსიტეტის პროფესორმა, თავის ორდენში ამავე უნივერსიტეტის ყველა პროფესორი, გარდა ორისა, გააერთიანა), იგი წევრიანდე- ბა მიუნხენის მასონურ ლოჟაში, საიდანაც (მოგვიანებით კი სხვა ლოჟებიდანაც) ბარონ ფონ ცვაკის დახმარებით, საკმაოდ ბევრი მასონიგადმოქაჩამისილუმინატების ორდენში“. მოგვიანე-ბით მასონურმა ლოჟამ გაკიცხა ეს ორდენი და ყველა მისი წევ-რი, ვინაიდან ორდენის წევრები ამორალურ და არაღირსეულ ქმედებებს სჩადიოდნენ, როგორიც იყო ქურდობა, მოტყუება (აფიორები), გარყვნილება, ა.შ. ორდენი ძლიერდებოდა, თუმცა, 1784 წელს გაღვივდა კონფლიქტი ხელმძღვანელობაში, კონკრე-ტულად კი ბარონ ფონ კნიგესა და ვაისჰაუპტს შორის. 1787 წელს ბავარიის ხელისუფლება აცხადებს ბრძოლას ორდენის წი-ნააღმდეგ, აცხადებს მას კანონგარეშე და მასში გაწევრიანების მსურველებს თავის მოკვეთით ემუქრება. რამდენიმე დაპატი- მრებისა და დარბევის შემდგომ, ორდენი კარგავს საკუთარ სიძ-ლიერეს და იშლება. 1830 წელს ვაისჰაუპტი გარდაიცვალა ემიგ-რაციაში. 1896 წელს ორდენი აღდგა დრეზდენში, დღეს კი არსე-ბობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც იბრალებს, რომმარ-ტო ის და მხოლოდ ისწარმოადგენს ვაისჰაუპტის მიერ დაფუ-ძნებული ორდენის სამართალმემკვიდრეს. ორდენმა გადმოიღო მასონური იერარქიაც, რიგი ტრადიციები და რიტუალებიც. ორ-დენის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი არეოპაგი იყო.  ორდენს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშიყავდა წარმომადგენელი, თუმცა საერთო რაოდენობა ორი ათას წევრზე მეტი არასოდეს ყოფილა. როგორც ფიქრობენ, სწორედ ილუმინატების „დამსა-ხურებით“ მოხდა საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთის „ჭეშმა-რიტი“ მასონური გზიდან გადახვევა, როდესაც ფრანგებმა 1877 წელს უარი თქვეს ღმერთის სიდიადეზე, მის და სულის უკვდა-ვების რწმენის აუცილებლობაზე და ლოჟიდან მოაცილეს წმინ-და წიგნი. ლოჟამ კარი გაუღო ათეისტებს, ქალბატონებს, სხვა-დასხვა ჯურის ადამიანებს, რითაც დაარღვია მასონური ორდე-ნის ძირითადი პრინციპები. „ლიბერალები“ დაისაჯნენ, მათ შე-უწყდათ მსოფლიო „რეგულარულობის აღიარება“!

ამ ბრალდებებს ემატება რიგი ფანატიკოსის ქაოტური და პანი- კური, უმეტეს შემთხვევაში არასწორად ინტერპრეტირებული და/ან გამიზნულად „წარმოჩინებული“ საკთხები, როგორიც არ-ის ციფრი „666“-ის ყველგან და ყველაფერში დანახვა, ეს ცნობი- ლი „ჩიპების“ და „ანტიქრისტეს ნიშნის“ თემა, ა.შ.რა თქმა უნდა, ყველა ეს თემა მიაწერეს მასონებს, რა მნიშვნელობა აქვს, ხომ მა-ინც ამდენი რამე „მიაწერეს“ და ბარემ ესეც! მასონები ხომ არა-სოდეს პასუხობენ ამ ბრალდებებს და შესაბამისად მარტივია ისეთი ადამიანის დადანაშაულება, რომელიც თითქმის უკან არაფერს გპასუხობს, არის თავისთვის დინჯად და აგრძელებს წყნარად ცხოვრებას. ერთის მხრივ ეს კარგი ჩვევაა, მაგრამ მე არ მივესალმები ამას, ვთვლი, რომ ყოველ ასეთ ავანტიურისტს მა-სონებმა საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ,მინიმუმ წერილობით! აბა წარმოიდგინეთ ახლა, რამდენი ზღაპარი დადის, მათ შორის იმაზე, რომ როკი და როკ-ენდ-როლი სატანისტურია, რომ თუ პირიქით დაატრიალებ მუსიკალურ დისკს, მოისმენ სატანის დავალებებს, ა.შ. თავის დროზე უნდა გამოჩენილიყო პატრონი ამდენი არა-ადეკვატური ადამიანისა, ვინც თავისი ავადმყოფი გონებით იგონებდა ამდენ ცრუ და თითიდან გამოწოვილ ბრა-ლდებას!

მასონებს სჯერათ, რომ ღმერთი ერთია, ამიტომ არის ის ყველა-სათვის საერთო, მისი რწმენით მოდიან ორდენში და  ორდენი არ ერევა მისი წევრების რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკა-ვშირებულ საკითხებში. საიდუმლო ორგანიზაციაც არ არის, ვი-ნაიდან მასონობა საერთოდ უფრო ცხოვრების ფილოსოფიაა ვი-დრე ორგანიზაცია და მხოლოდ პირადი, შიდა განხილვის საკი- თხები გააჩნია. მასონობა არ არის რელიგია, მის სტრუქტურა-ში არის მხოლოდ წმინდა წიგნი, წარმოდგენილი ლოჟის მუშაობის დროს. არც ის არის ჭეშმარიტება, რომ მასონმა არ იცის „თუ რა ელოდება მას“ 32-33ე ხარისხებზე (ანუ ვითომ მერე შეიცნობს ორდენის რეალურ „სატანისტურ“ მხარეს“). ბაფომეტის ლეგე-ნდაც მოგონილია:

თვითონ სახელი ბაფომეტი“ წარმოიშვა სახელ "მუჰამედისა- გან“, შუასაუკუნეების პერიოდში. ბაფომეტი არ არის მასონურიპერსონაჟი, არცერთი მასონი მას არ "ეთაყვანება". შუასაუკუ- ნეებშიბაფომეტთან კავშირი  გამოიყენებოდა ინკვიზიციის ბრალდებად, სხვადასხვა  სასამართლო პროცესზე, მათ შორის მაშინაც როდესაც ტამპლიერებს ასამართლებდნენ. მსგავსი ბრა-ლდებები მოგვიანებითაც ხშირად  ისმოდა, სხვა "საშიშ და არა-მორჩილ" ინდივიდების, თუ ორგანიზაციების საინკვიზიციო სასამართლო პროცესებზე. ტაძრელთა დაპატიმრების ორდერში "ბაფომეტის" ხსენებაც არ იყო! არანაირი დოკუმენტური თუ სხვა მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ტაძრელები იყენე- ბდნენ რაიმე კერპს ან თუნდაც პენტაგრამას - ხუთ ქიმიან ვარ-სკვლავს, როგორც „თაყვანისცემის“ ობიექტს! საინტერესოა, რომ ბაფომეტს (მის გამოსახულებას) არანაირი კავშირი არ აქვს არც პენტაგრამასთან (რომელიც რამდენიმე ათასწლეულით ადრე არსებობდა, ტრადიციული რელიგიების გაჩენამდე) და არც მენ-დესის თხასთან[iii]. ეს სახელი პირველად  12- საუკუნეში საფრა- ნგეთში "გამოჩდა" და რაც ყველაზე საინტერესოა, მისი "გამოსა-ხულება" - მხოლოდ 1855 წელს (ელიფას ლევი)! ანტონ ჟანდორ ლავაიემ[iv] და მისმა სატანისტურმა სექტამ პენტაგრამა, როგორც სატანისტური "ლოგო" 1966 წელს დაიმტკიცა, ისევე როგორც მენდესის თხის გამოსახულება.მასონებს ასევე აბრალებენ  სხვა-დასხვა რელიგიური სექტის წარმოშობის მხარდაჭერას, მაგრამ ეს არ არის სწორი ფორმულირება. მასონთა რიგებში შესაძლოა იყოს ისეთი ადამიანები, ვისაც სხვასხვა სფეროში აქვს ნიჭი ან სურს გარკვეული შედეგების მიღწევა, მას ორდენი ვერ დაუშ-ლის ვერც პოლიტიკური პარტიის შექმნას, ვერც რელიგიური სექტის, ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაში ორდენიც მონაწი- ლეობს. შეიძლება მორმონების[v], იეღოვას მოწმეების და სხვა მრავალი ორგანიზაციის დაფუძნებაში მონაწილეობა მართლაც მიიღეს მასონებმა, მაგრამ ეს მხოლოდ „ინდივიდუალურ“ სა-ფუძველზე და არა როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს მასონურმა ორდენმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორდენი არ ებრძვის არ-ცერთ კონკრეტულ რელიგიას, არ არის ჩართული რელიგიურ აქტივობაში, არ წარმოადგენს რელიგიას ან რაიმე ფორმით სარ-წმუნოებრივ ერთობას, არ აქვს პრეტენზია „ცხონებაზე“ და ნა-მდვილად არ ცდილობს ადამიანების ცხოვრებაში რაიმე ჩაანა-ცვლოს!


[i] დეიზმი (ლათ. deus — „ღმერთი“) — რელიგიურ-ფილოსოფიური მო-ძღვრება. დეიზმი აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზე- ზის, არსებობას, მაგრამ (თეიზმის საწინააღმდეგოდ) უარყოფს პერსო-ნიფიცირებულ ღმერთს, გამოცხადებას და ღვთის განგებას და საერ-თოდ, ყოველგვარ ღვთისმეტყველურ, დოგმატურ მოძღვრებებს.
[ii] იეზუიტთა ორდენი (ლათ. Societas Jesu - იესოს საზოგადოება), რო-მაულ-კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანული რელიგიური ორდენი, რომელიც პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო რომის პაპთან. დაარსდა 1534 წელს პარიზში ესპანელი კარისკაცი იგნასიო ლოიოლას მიერ, ხო-ლო 1540 წელს პავლე III- დაამტკიცა. იეზუიტები აქტიურად მოღვა-წეობდნენ მეცნიერებაში, განათლებაში და მისიონერულ საქმიანობაში.
[iii] ბაფომეტი ყველაზე ცნობილი გამოსახულება XIX საუკუნეში შეიქ-მნა ცნობილი ოკულტისტის, ელიფას ლევი მიერ და ეწოდება მენდესის თხა.
[iv]  ანტონ ჟანდორ ლავაიე (ჰოვარდ სტანტონ ლევი) იყო სატანისტური ეკლესიის დამფუძნებელი, მწერალი, ოკულტისტი, მუსიკოსი. „სატანი-სტური ბიბლიის“ ავტორი. გარდაიცვალა 1997 წელს, 66 წლის ასაკში.
[v] უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია (.. მორმონთა ეკლესია) დაარსებულ იქნა იოსებ სმითის მიერ. ამჟამად, მა-თი ეკლესიის ცენტრი მდებარეობს სოლტ-ლეიკ-სიტიში, იუტას შტატ-ში. მათ დაარსებული აქვთ ეკლესიები და ეგრეთ წოდებული პალოები (აერთიანებს რამდენიმე ეკლესიასა და სამრევლოს), ასევე მათ ააგეს ტაძრები მსოფლიოს მასშტაბით. აღდგენილი ეკლესიის პირველი წინა-მძღოლი და წინასწარმეტყველი იოსებ სმითი იყო, რომელსაც გამოცხა-დება ჰქონდა 15 წლის ასაკში. მანვე გაამხილა საუკუნეების მანძილზე საულდაგულოდ გადამალული ხელნაწერები, რომლებიც ოქროს ფირ-ფიტებზე იყო აღბეჭდილი. ხელნაწერები ძველ ეგვიპტურ ენაზე იყო დაწერილი, ამიტომაც მისი წიკითხვა შეუძლებელი გახლდათ. მისივე თქმით, მან სულიწმინდის სრული შთაგონებით გადათარგმნა ეს ხელ-ნაწერები და მას მორმონის წიგნი უწოდა.