Saturday, January 12, 2013

ინტერვიუ - 2012.12.31

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და შობა უფლისა ჩვენისა -იესო ქრისტეს! უფლის მადლი გფარავდეთ ახალ 2013 წელს, იგრძენით სინათლე თქვენში და თქვენს ირგვლივ, დაინახეთ ბედნიერება და შეიგრძენით იგი, გიყვარდეთ და იყავით მოწყალენი და თქვენც ეყვარებით!

დიდი ხანია არ გამოჩენილხართ მედია საშუალებებში, როგორი იყო თქვენთვის 2012 წელი?

თავიდანვე მინდა დავსძინო, რომ სრულად ვერ აღვწერ იმ წარმატებებს რაც 2012 წელს გვქონდა, ვინაიდან ჯერ ადრეა ზეიმიც და მითუმეტეს ყველაფერზე საუბარი, მაგრამ გპირდებით, რომ უახლოეს კვირეებში, თუ კვლავ იქნები საზოგადოებრივი და მედია ინტერესი, მოგითხრობთ უფრო დეტალურად და ბევრ საინტერესო ამბავსაც გაიგებთ.
ზოგადად კი 2012 წელი იყო საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და ემოციური! რაც მთავარია, ბევრი სიახლის, სიკეთის და წარმატების დასაწყისის მომტანი. ერთის მხრივ ჩვენი აქტივობა და მისდამი ინტერესი გადაფარა საქართველოში მიმდინარე წინა საარჩევნო და პოსტ საარჩევნო პროცესებმა, რაც პრინციპში ცუდი არ იყო, ვინაიდან „წყნარად“ და „მშვიდად“ ვვითარდებოდით.

უპირველეს ყოვლისა წლის წარმატებად და არა მარტო წლის, წარმოვადგენთ ჩვენს მიერ გამოცემულ ქართულ ენოვან წიგნებს, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი ქართულ ენოვანი, ქართველის მიერ დაწერილი და ქართულ მიწაზე დაბეჭტილი მასონური ლიტერატურაა. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებული მადლობა მაღაზია „ლიგამუსს“ !

ასევე წლის წარმატება იყო საზღვრებს მიღმა მოღვაწე ქართველ ძმებთან დაკავშირება და დაახლოება, მათ შორის ინგლიში, ავსტრიაში, რუსეთში, გერმანიასა და აშშ-ში.
მნიშვნელოვანი იყო ჩვენი უკრაინელი ძმების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართველი კანდიდატებისა და ქართველი ძმების მხარდაჭერის პროცესში. მათი დახმარება შეუფასებელია.  აქაც, როგორ საქართველო-უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებს შეეფერაბა, მოხდა ჩვენი ფასეულობების, ძმური სიყვარულისა და ჰარმონიის შეხამება, ვიგრძენით ძმების „გვერდში დგომა“, მხარი-მხარში და რაც მთავარია მათი გულწრფელობა! რაც ჩვენთვის ალბათ უმთავრესი იყო, არის და იქნება!

ამ ურთიერთობების ფონზე, რა თქმა უნდა წარმატებად შეიძლება შეფასდეს, ქართველების,საქართველოს მოქალაქეების ინიცირების პროცესის დაწყება უკრაინის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ღირსეულ ლოჟაში. ასეთი ინიცირებული კანდიდატების, აწ უკვე ძმების რიცხვი, ყოველ თვე მატულობს, შეიძლება ითქვას ჩვენ ვეღარ ვეწევით აღებულ ტეპს, ვინაიდან თვეში 2-3 ათეული კანდიდატის გაგზავნის საშუალებაა, მაგრამ ამდენი მაძიებელი ჩვენს მასონურ კლუბებში და ზოგადად ქვეყანაში არ არის ამ ეტაპზე.
უდიდესი წარმატებაა საქართველოს „მეგობარ ქვეყანათა ჯგუფის“ ფორმირება, რომელშიც შედის უკრაინა, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, თურქეთი, შვედეთი, ფინეთი, შოტლანდია, ხორვატია, ავსტრია და სხვები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი შავი ზღვის აუზის ქვეყნების, ძმების აქტიური მხარდაჭერა, საქართველოში ჭეშმარიტი სინათლის შემოტანის პროცესში. ყველა იმედოვნებს, რომ საქართველოში, კავკასიის რეგიონში მთლიანობაში, მასონური ორდენი ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე, ღირსეული სინათლის მატარებელი და გულწრფელი იქნება.

ჩვენი დელეგაციები მრავალ იურისდიქციას ეწვია და 2012 წლის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს, და ასეც არის, ამ იურისდიქციების კონკრეტული მხარდაჭერა და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს მასონური სინათლე. სინათლე, რომელიც არის ჭეშმარიტი, რომელიც არ არის დაკავშირებული სხვა ქვეყნის, პირთა ჯგუფის, ინდივიდის ან რომელიმე სახელმწიფო უწყების კონკრეტულ პოლიტიკურ, ბიზნეს ან სხვა არაკეთილსინდისიერ ინტერესს, იქნება ქართული, ეროვნული, პატრიოტული, გაიზიარებს ქართველი ერის ფასეულობებსა და ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების ნაწილს, ორდენი მიაჩნია ბორტების ტალკვესი, სინამდვილეში და ჩვენ ამის გულწრფელად გვჯერა და ასეც არის, ქართული მასონური ორდენი უკვე არის და მომავალშიც იქნება ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს, მისი ეკლესიის, საქართველოს ღირსების და პატიოსნების დამცველი, ქართველ ხალხთან ერთად იდგება ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ამის გარანტიას ჩვენ ვაძლევთ როგორც ქართველ ერს, ასევე მათ ვისაც სიკეთე არ სურს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ვისაც საქართველო აინტერესებს მხოლოდ როგორც ტერიტორია, რომელზეც შესაძლებელია მათი პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების განხორციელება. ამას არ დაუშვებს ღმერთი, ქართველი ერი და ჩვენ, ქართველი მასონები, რომლებიც ჩვენი ერის შვილები ვართ და ვგრძნობთ ამ დიდ პასუხისმგებლობას.

დავუბრუნდები წარმატებებს, წარმატებული იყო ვიზიტები უკრაინაში, თურქეთში, უნგრეთში, ლიტვაში, ფინეთში, ესტონეთში, ლატვიასა და აზერბაიჯანში. უმნიშვნელოვანესი ვიზიტები განხორციელდა საქართველოში. ამან ყველაფერმა მოგვცა საშუალება დაგვეგეგმა საერთაშორისო ღონისძიება, 2013 წლის გაზაფხულზე საქართველოში. ამ ვიზიტზე ჩვენ მომავალში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მაგამ აქვე დავსძენ, რომ ეს ღონისძიება 2012 წლის წარმატებაა, შედეგობრივი!

რა თქმა უნდა წარმატებაა ის, რომ ამდენი სახელმწიფოს იურისდიქციამ გაგვიცნო, გვაღიარა როგორც ღირსეული, ძველი, აღიარებული და თავისუფალი ძმები, რაც მომავალში კიდევ უფრო გაადვილებს, როგორც ლურჯი ლოჟებისა და საქართველოს ეროვნული დიდი ლოჟის გახსნას - ინსტალირებას, ასევე საქართველოს ეროვნული დიდი ლოჟის შემდგომ აღიარებებს.

წარმატება 2012 წელს მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, უბრალოდ ყველაფერზე, როგორც მოგახსენეთ ახლა და აქ ვერ ვისაუბრებ, თუმცა საახალწლოდ თოვლის პაპამ კიდევ ორი დიდი საჩუქარი მოგვიტანა, ამაზე კი ალბათ უკვე მარტში მოგახსენებთ, რომ შეგვერგოს ეს საჩუქრები.

თქვენ ისე აღწერეთ ყველაფერი, რომ შთაბეჭტილება შეგვექმნა, რომ 2012 წელი იყო ქართველი მასონებისთვის იდეალური! ეს მართლა ასე იყო?

ერთს დავამატებ კიდევ, არ უნდა გამომრჩენილიყო და „იდეალურზე“ გამახსენდა! რაც მთავარია მივაკლიეთ ქართულ არქივებს პარიზში და ლონდონში! ამაზე მეტი დიდი წარმატება რა გინდათ? შემიძლია ახლა გადმოგცეთ 37 ქართველი (საქართველოს მოქალაქის) ძმის სია, რომელიც დადასტურებულად იყო ჩვენი ძმა, ქართველი მასონი. ბევრს არ გაუხარდება ამ სიას რომ გადაავლებს თვალს, მაგრამ ფაქტები თავისას ამბობენ. ამ ძმების ნაწილი საქართველოს 1921 წლის ოკუპაციამდე იყვნენ ძმები, ქუთაისში, თბილისში, პეტერბურში, ციმბირში არსებულ ლოჟებში, ბევრი მათგანი, დღეს ჩვენ რომ ვუწოდებთ „არა რეგულარებიც“ კი იყვნენ, მიეკუთვნებოდნენ „რუსეთის ხალხთა დიად აღმოსავლეთს“, მაგრამ მათი უმეტესობა 1924 წლიდან შეურთდე რეგულარულ მასონობას, პარიზში, ვარშავაში, ლონდონში, ჩილეში, ნიუ იორკში, ა.შ. არის მეორე სიაც, სადაც სანამ მართლა ყველა ორიგინალ დოკუმენტს ხელში არ დავიჭერთ არც დავწერთ თუ ვინ არის ამ სიაში... მერე იქნება საინტერესო საზოგადოების რეაქცია, ოღონდ გახსოვდეთ, მხოლოდ ფაქტები!

აი ეს სიაც:

გიორგი იოანეს ძე ბაგრატიონი - „გაერთიანებული მეგობრები“
პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი
მიხეილ ბარათაშვილი - „კეთილშობილების გასაღები“, სიბირსკი, 1818
დავით ვაჩნაძე - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
გიორგი გვაზავა - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
შალვა ქარუმიძე - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
სპირიდონ კედია - „პრომეთე“ - 1927, პარიზი
ირაკლი ორბელიანი- „პრომეთე“ – 1927, პარიზი
იაკობ ხოჩალავა -  „პრომეთე“ – 1927, პარიზი
დავით შირტლაძე - „პრომეთე“ – 1927, პარიზი
კიტა აბაშიძე  - „კავკასიური“  -1915, ქუთაისი
იასონ ბაქრაძე - „კავკასიური“  -1915, ქუთაისი
ევგენი გეგეჭკორი - „კავკასიური“  -1915, ქუთაისი (უმაღლესი საბჭოს წევრი, რუსეთი), პეტერბურგში „ჩრდილოეთის ნათების“ , შემდგომ კი გადარქმეული ლოჟა „გეგეჭკორი“-ს წევრი. „ვარდების ლოჟის“ წევრი
ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე - „კავკასიური“  -1915, ქუთაისი
ალექსანდრე დიოსამიძე - „კავკასიური“  -1915, ქუთაისი
გიორგი ჟდანოვი (მაიაშვილი) - „კავკასიური“  -1915, ქუთაისი
პეტრე ყიფიანი - „კავკასიური“  -1915, ქუთაისი
სერგო ურუსოვი - „კავკასიური“  -1915, ქუთაისი
ალექსანდრე სუმბათაშვილი (იუჟინი) – „აღორძინება“ -1908, მოსკოვი
გიორგი დიმიტრის -ძე სიდამონ-ერისტოვი (სიდამონიძე-ერისთავი)-1910 რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთის უმაღლესი საბჭოს წევრი; "ჩრდილოეთის ნათება" (პეტერბურგი) და "პოლარული ვარსკვლავის", ასევე ლოჟა „გალპერნა“-ს წევრი.
 ვარლამ ლევანის ძე გელოვანი - "პოლარული ვარსკვლავი" -1907, პეტერბურგი
ალექსანდრე ხატისოვი - თბილისი; „თავისუფალი რუსეთი“, პარიზი
აკაკი ჩხენკელი - „ვარდების ლოჟა“ - ე.წ. მეოთხე მოწვევის რუსეთის სათათბიროს ლოჟა
ქრისტოფორე ავაკუმის ძე ვერმიშევი - თბილისი, „რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი“
გიორგი მიხეილის ძე თუმანოვი (თუმანიშვილი)- თბილისი, „რუსეთის ხალხთა დიდი აღმოსავლეთი“
  ნოე რამიშვილი
  ალექსანდრე ამილახვარი - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
  არჩილ ანდრონიკაშვილი - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
  ირაკლი ვაჩნაძე - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
  სოსო გობეჩია - „ოქროს საწმისი“, პარიზი, 1925
  კონსტანტინე ჯაყელი - „ლოტოსი“, პარიზი - 1932
  ვლადიმერ დავითის ძე ნიჟარაძე - „პრომეთე“, პარიზი
  სერგო ფიცხელაური - „პრომეთე“, პარიზი
  ირაკლი წერეთელი - „პრომეთე“, პარიზი
ნოე ჟორდანია
  ალექსანდრე ასათიანი - (ლოჟა დაუზუსტებელია)
3 შალვა ამირეჯიბი (ლოჟა დაუზუსტებელია)

კი, წარმატებული წელი იყო, ბევრი წვალება, ბევრი შრომა, ბევრი უძინარი ღამე, ბევრი მოგზაურობა, ბევრი სტუმარი, ბევრი შეურაცყოფა, ბევრი მტერი, ბევრი მოყვასი, უნდობლობა, სიყვარული, სიძულვილი და რა გინდა კიდევ სულო და გულო, მაგრამ ჩვენი გზა ჭეშმარიტებისკენ მართალია, არ არის დაფუძნებული მერკანტილურ, მატერიალურ და სხვა სახის მისწრაფებებზე, ამიტომ გვინდობს უფალი, გვეხმარება ჩვენს წამოწყებებში და ვერც გვავნო ვერც შინაურმა და ვერ გარეულმა. წარმატებული იყო 2012 იმითაც, რომ გამოჩნდა ვინ ვინ არის, თუ საქართველოში და თუ მის ფარგლებს მიღმა! წარმატებული იყო იმით, რომ მასონურ ლოჟებში გაწევრიანების ინტერესი გამოთქვეს არა მარტო თბილისელებმა, არამედ ღირსეულმა კანდიდატებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

არავინ ამბობს, რომ წელი იყო იდეალური, მაგრამ ნამდვილად პროგრესული. იდეალური თუნდაც იმიტომ არ იყო, რომ გარდაიცვალა საქართველოს უდიდესი ქომაგი, უკრაინის დიადი ოსტატი, ა.წ. ივნისში, მას გვურს მივუძღვნათ ჩვენი მესამე წიგნი - „მასონური მისტერიები“, რომლის გამოცემასაც ვვარაუდობთ 2013 წლის მაისისთვის, 600 გვერდიანი გამოცემა მოგითხრობთ, ეზოთერიკაზე, კაბალაზე, ოკულტიზმზე, მაგიაზე, მრავალ ინდივიდზე, მარტინიზმზე, ტამპლირებზე, სუფიებზე, მოკლედ ბევრ საინტერესო თემაზე და ამ ყველაფრის კავშირზე (ან პირიქით) მასონურ ორდენთან. ეს წიგნი დარწმუნებული ვარ გამოიწვევს საზოგადოების ინტერესს, ისევე როგორც მხირე ზომის წიგნი, რომელსაც თებერვლისთვის გვინდა რომ გამოვცეთ, სწორედ იმ ქართველ ძმებზე, ვინც ზემოთ მოგიყვანეთ სიაში. ეს არ იქნება ღრმა ნაშრომი, მხოლოდ „აპერატივი“, მათი ისტორია, ბიოგრაფია და რამოდენიმე ქართველი ემიგრანტი ძმის მოგონება და კომენტარები.

დარწმუნებილი ვარ მკითხველ დააინტერესებს თქვენი მომავალი გეგმები, განსაკუთრებით 2012 წლის „წარმატებულობის ფონზე“!

მომავალ გეგმებზე და თოვლის პაპას საჩუქრებზე უფრო უპრიანი იქნებოდა გვესაუბრა იანვარ-თებერვალში. რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ჩვეულ აქტივობას. არ დაგიმალავთ და ჩვენი ძირითადი „მიზანი“ ახლა გახლავთ ღირსეული კანდიდატების შერჩევა და გარკვეული ფანდ-რაიზინგი.

რაც ეხება კანდიდატების შერჩევას, შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება და არც სურვილი ვატაროთ „აგიტაცია-პროპაგანდა“ ან „კასტინგები“. ჩვენთან თვითონ უნდა მოვიდეს მაძიებელი, დააკაკუნოს და დაელოდოს შედეგს. ჩვენ უბრალოდ ამ ეტაპზე ვხდებით, რომ საჭიროა მეტი საჯარო ურთიერთობები, მეტი ინფორმირებულობა საზოგადოების, ხელისუფლების, ეკლესიის, ყველასი! გვსურს მაქსიმალურად ჩვენთვის „დასაშვებ ფარგლებში“ მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია თუ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. ამის ფონზე, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენთან ბევრმა ღირსეულმა მამაკაცმა დააკაკუნოს, რასაც მივესალმებით და მიუხედავად მკაცრი შერჩევისა, მაინც ვიმედოვნებთ, რომ მათი ნაწილი მოხვდება ლოჟაში. ბევრს აინტერესებს არის თუ არა ფინანსური მხარე. დიახ, მასონური ორდენი არის საწევროებზე დაფუძნებული ერთობა, თუმცა ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ჯერ ლოჟა, ამიტომ მსურველები უბრალოდ ავლენენ კეთილ ნებას და შესაწირის სახით იხდიან ერთჯერად გაწევრიანების გადასახადს, რომელსაც ისინი არა ლოჟას, არამედ კლუბს სწირავენ, მათი ნებითა და სურვილით, ასევე არის ყოველ თვიური გადასახადი, რომელიც შეხვედრებს ხმარდება და არის ყოველწლიური გადასახადიც, რომელიც წელიწადში ერთხელ, ივნისში იფარება. ეს ყველა გადასახადი ემსახურება საქართველოში მასონური ორდენის განვითარებას და არავის არ უნდა შეექმნას მცდარი წარმოდგენა, რომ ეს არის რაიმე „ტარიფი“. მასონის ვალდებულებაა დაეხმაროს სხვას, საზოგადოებას, გასაჭირში მყოფთ, ა.შ. და ამ შემთხვევაში ჩვენი ორდენივე, ჩვენი ძმები საქართველოში არიან ასეთ საჭიროებაში, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ სულიერად და არა მატერიალურად, მატერიალური ყოველთვის წარმავალი, ჩვენთან ჩვენი ცოდნა, სული და სიყვარული რჩება.

სწორედ ამ თემის გაგრძელებაა ფანდ-რაიზინგი, ანუ გარკვეული რესურსის მობილიზირება იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი ვიზიტების, სტუმრების მოპატიჟების, ლოჟების ტექნიკური მუშაობის, შეხვედრის ადგილების, რეგალიების და სხვა უამრავი რამის ფინანსური უზრუნველყოფა. ჩვენი საძმო საქართველოში მცირე რიცხოვანია და მხოლოდ და მხოლოდ ძმების დონაციებით და საწევროებით ეს პროცესი შორს ვერ წავა. გვქონდა პრეცენდენტები, რომ ძმებს და კანდიდატებს საკმაოდ მსხვილი თანხა შემოუწირავთ, მცირეოდენიც დაგვხმარებია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი კეთილი დასაწყისი და დასასრული. შესაბამისად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართული ბიზნესი, ქართველი პატრიოტები, ქართველი ინტელექტუალები დაინტერესდებიან ჩვენი პროექტებით, იდეებით და ზოგადად ორდენი განვითარების პერსპექტივებით საქართველოში და მომავალში შედგება ღირსეული თანამშრომლობა, ჰარმონიული ურთიერთობები და მხარდაჭერა.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს, გულწრფელად გვსურს ქართველი მასონი ძმების სახელით გისურვოთ ჯანმრთელობა, სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება, ტოლერანტობა, იმედი, ოცნება, სინათლე, ჭეშმარიტებისკენ სვლა და რაც მთავარია საკუთარი თავის შეცნობა! უფალი იყოს ჩვენი ყველასი მფარველი და დარწმუნებული ვართ, რომ მერწყულის დეკადაში, საქართველოს მხოლოდ სიკეთე და გაბრწყინება ელის, 2013-2014 წლები საქართველოსთის საკმაოდ საინტერესო, რიგ შემთხვევებში დაძაბული წლები იქნება, მაგრამ მთავარია მონდომება, სიყვარული და ქვეყნის ერთგულება. დანარჩენი უფლის ნებაა და ყველაფერი კარგად გვექნება! ამინ!