Wednesday, July 6, 2011

მასონური ისტორიის საფუძვლები - ნაწილი 1

მასონური გილდიების ფესვები

სხვადასხვა ავტორს გააჩნია თავისი შეხედულება და მოსაზრება მასონური ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესახებ ისტორიის ჭრილში. ზოგი მიუთითებს უტყუარ ფაქტებზე, რომ ჯერ კიდევ ეგვიპტის პირამიდების აგების ხანაში არსებობდნენ ქვის მთლელთა გილდიები, ზოგი მასონურ ორდენების ისტორიას იწყებს ჯვაროსნური ლაშქრობების ხანიდან, ზოგიც პირდაპირ 17-ე საუკუნიდან, როდესაც ოფიციალურად ინგლისში დაარსდა ინგლისის დიდი ლოჟა. არის ავტორთა ჯგუფი, რომელიც სავსებით სამართლიანად მასონთა ისტორიას ისწყებს ისრაელის მეფე სოლომონიდან, მეფე დავითის ძისგან, რომელმაც ააშენა ტაძარი იერუსალიმში და ეს ფაქტი, როგორც თვითონ სოლომონის პიროვნება და ასევე ტაძრის მთავარი არქიტექტორი ჰირამ აბიფი წარმოადგენენ მასონური რიტუალების მთავარი ქვაკუთხედს.

შეჯერებული ვერსია, რომ მოვიშველიოთ რამოდენიმე ორგანიზაციის და პირთა ჯგუფების ისტორია და რეალობა უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთს. 

თუ დავეყრდნობით კონკრეტულ ფაქტებს და გავაანალიზებთ მათ, მაშინ დავინახავთ, რომ მასონური ორგანიზაციებს საფუძველი ჩაუყარეს შუა საუკუნეების ქვის მთლელებმა, რომლებიც იმ პერიოდში საკმაოდ საჭირო, იშვიათი და ძვირად ღირებული მუშახელი, არქიტექტორები, ინჟინრები და მთლელები იყვნენ.

ისინი კარგად იცნობდნენ არქიტექტურას, მათ ანდობდნენ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან საერო და  საეკლესიო მშენებლობებს. ეს ცოდნა არქიტექტურისა და ინჟინერიის ისეთი იშვიათი და სათუთი იყო, რომ ქვის მთლელები გაერთიანდნენ გილდიებში და ცოდნის გადაცემა ხდებოდა მხოლოდ თაობიდან თაობაზე, ახალი კანდიდატების მიღება ხდებოდა საკმაოდ რთულად. ამასთანავე მათ ქონდათ უფლება თავისუფლად ემოძრავათ ერთი ქვეყნიდან, ერთი სამეფოდან, მეორეში, რაც იმ დროს იშვიათობა იყო და გამოწვეული იყო მათი საჭიროებით სხვადასხვა მეგა მშენებლობებზე. ამ პერიოდიდანვე ეწოდა ამ გილდიებს თავისუფალ ქვის მთლელთა კავშირები. შესაბამისად საჭიროებამ მოიტანა მრავალი საიდუმლო ნიშანის, მისალმების და შეკრების დროს გამოსაყენებელი სიმბოლოების დანერგვა. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ოსტატი თავისუფლად ამტკიცებდა მის გილდიასთან კავშირს, ვინაიდან სიმბოლოებისა და ნიშნების უმეტესებო საერთო იყო. ამის შემდგომ, იგი თანასწორუფლებიანი წევრი ხდებოდა ადგილობრივი ქვის მთლელთა - მასონთა საძმოსი. 

ამასთანავე, 12 საუკუნეში ჯვაროსნული ლაშქრობების ხანაში, იერუსალიმში, წმინდა მიწაზე, ჩამოყალიბდა რაინდთა ორდენი - ტამპლიერები, ანუ ტაძრის რაინდები (საუბარია ისევ იგივე სოლომონის მიერ აგებულ ტაძარზე), რომლებიც ითვლებოდნენ ქრისტიანული რწმენის ყველაზე თავგამოდებულ მცველებად. აღნიშნული ორდენი ჩამოყალიბდა 9 ფრანგი ბერისაგან, რომლებმაც გადაწყვიტეს ბერობასთან ერთად ხელში აეღოთ მახვილი და დაეცვათ ერთმორწმუნე პილიგრიმები და ზოგადად ეკლესიის ინტერესები წმინდა მიწაზე. 

უკვე 14-ე საუკუნის დასაწყისისთვის ტამპლიერები ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორდენია, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძლიერი ინსტიტუციაც კი. იმის გარდა, რომ მათზე დადიოდა ლეგენდები და გააჩნდათ საკმაოდ ძლიერი სამხედრო ძალა (ზოგი მკვლევაარი ასახელებს რამოდენიმე ათეულ ათას, თუმცა მაგდენი რაინდი არ ყოფილა), ორდენი იყო უმდიდრესი და საკმაოდ გავლენიანი. პირველად ამ ორდენმა დანერგა საბანკო მომსახურეობა და კრედიტის გაცემის მექანიზმებიც კი. სესხს კი სამეფო ოჯახები და კათოლიკური ეკლესია იღებდა. სწორედ მოგვიანებით ამ ფაქტმა გამოიწვია ორდენის მტრების მომრავლება.

საფრანგეთის მეფემ 1307 წელს, თვითდასმული რომის პაპის მხარდაჭერით, გამოსცა საუდუმლო განკარგულება ყველა რაინდის დაპატიმრებისა და მათი ქონების ჩამორთმევის მიზნით. ამისთვის მაინ მოიწვია რაინდთა ხელმძღვანელობა, მათ შორის ორდენის ხელმძღვანელი ჟაკ დე მოლე და დააპატიმრა. რაინდები როგორც სატანის მსახურები ისე გაასამართლეს და იმავე წლის 13 ოქტომბერს დაწვეს.

ამ თარიღიდან მოდის, სხვათაშორის, დასავლეთში მცნება „დაწყევლილი პარასკევი 13“. თუმცა მეფე ფილიპმა ბევრს ვერაფერს მიაღწია - რაინდთა უმეტესობა დაუსხლტა, განძიც ვერ იპოვეს მისმა მსტოვრებმა. 14-ე საუკუნიდან დღემდე ისმევა შეკითხვა, სად წავიდნენ რაიდნები? სად არის განძი?! ზოგი მკვლევარი საუბრობს, რომ რაინდები დაბრუნდნენ წმინდა მიწაზე, ზოგი მიუთითებს მათ კვალზე შვეიცარიის ისტორიაში და ქვენყნის განვითარებაზე, ზოფიც ხაზს უსმევს იმ ფაქტს, რომ ორდენს გააჩნდა საზღვაო ფლოტი (რომელიც ფრანგმა მეფემ ვეღარ დააპატიმრა და იგი გაუჩინარდა), რომლის მეშვეობითაც რაინდები ვითომ და დღევანდელ კანადაში გაემგზავრნენ. შეიძლება და ალბათ ესეც არის, რომ ყველა ეს ავტორი მართალია, ვინაიდან ორდენი საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი იყო, ამიტომ რაინდების ნაწილი თავისუფლად შეიძლება გადასულიყო ალპებში, ნაწილი კი დაბრუნებულიყო იერუსალიმში. თუმცა, ყველაზე ძლიერი არგუმენტი მაინც მიუთითებს იმაზე, რომ რაინდთა ძირითადი ჯგუფები დაიძრნენ შოტლანდიისკენ, ვინაიდან შოტლანდიის მეფე იქნა ზუსტად იმავე მუხლებითა და ბრალდებებით გასამართლებული, იგივე ძალების მიერ, როგორც ტამპლიერები და შოტლანდია იმ პერიოდში იყო იდეალური ადგილი ორდენის წევრების უსაფრთხოებისთვის.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.