Tuesday, July 12, 2011

მასონური ისტორიის საფუძვლები - ნაწილი 2

(გაგრძელება, დასაწყისი იხილეთ "მასონური საფუძვლები - ნაწილი1 ამავე გვერდზე)



მოგვიანებით რაინდთა ორდენი და მასონური გილდიები გაერთიანდნენ, უფრო სწორედ, რაიდნები შეუერთდნენ მასონურ გილდიებს, ვინაიდან იქ თავს უსაფრთხოთ გრძნობდნენ და შეეძლოთ თავისუფალი გადაადგილება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

რენესანსის პერიოდში, 13-16 საუკუნეებში, ადამიანები რომლებიც ცდილობდნენ აზროვნებას და ამ აზროვნების წარმოდგენას საზოგადოებისთვის, იყვნენ მიუღებელნი კათოლიკური ეკლესიისათვის, რომელიც ამ ადამიანებში ხედავდა საკუთარი აბსოლუტური მართველობისათვის საფრთხეს. გალილეო, და ვინჩი, ნიუტონი და სხვები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ცდილობდნენ გარდატეხა შეეტანათ შუა საუკუნეების სქოლასტიკურ პერიოდში, ყველა მათთაგანი იყო მორწმუნე, ღმერთის მოშიშე ადამიანი, თუმცა ხვდებოდნენ, რომ რიგი საკითხები იყო მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის მიერ საკუთარი ინტერესების გასატარებლად დაკანონებული და არანაირი კავშირი არ ქონდათ ამ სიკითხებს ჭეშმარიტ რწმენასთან.



ასეთი თავისუფალი აზროვნება, მსჯელობა და საუბარი, რა თქმა უნდა, ინკვიზიციის ხანაში, როდესაც მცირეოდენზეც კი წვავდნენ კოცონზე, იყო სახიფათი სიცოცხლისთვის, ამიტომ ეს ადამიანები ცდილობდნენ საკუთარი ხელოვნება თუ აზრები გადმოეცათ ფარული შიფრით, კოდებით, სიმბოლოებით და მათი შეკრებები იმართებოდა ფარულად. ძირითადი თეზისები იწერებოდა სპეციალურად დამუშავებულ პაპირუსებზე, რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პაპირუსის ტექსტი წყალთან ან ძმართან შეხებისას გაუჩინარებულიყო. 

დროთადრო, ამ ადამიანებმა დაიწყეს თავისუფალ ქვის მთლელთა გილდიებში გაწევრიანება. ამ პერიოდშივე შემოვიდა ტერმინები „პროფესიული ქვის მთლელთა გილდიები - ლოჟები“, ანუ მხოლოდ პროფესიონალი - პრაქტიკოსი ქვისმთლელებით დაკომპლექტებული ლოჟები და ასევე ლოჟები სადაც უკვე ინტელექტუალები, ჯენტლიმენები და არაპროფესიონალი ქვის მთლელები იყვნენ გაწევრიანებულები. 



საბოლოო ჯამში, 17 საუკუნეში, პროფესიონალ ქვის მთლელთა გილდიები აღარც დარჩა, ისინი მთლიანად იქნენ ასიმილირებული არა პრაქტიკოს ქვის მთლელებთან. ფაქტობრივად, რომ შევაჯამოთ, 17-ე საუკუნიდან დღემდე არსებული მასონური საზოგადოებების წინამორბედნი და სულის ჩამდგმელები იყვნენ - შუა საუკუნეების პროფესიონალი ქვის მთლელები, არქიტექტორები, ინჟინრები და მშენებლები; სხვადასხვა ქრისტიანული ორდენები, მათ შორის ტაძრის რაინდები (ტამპლიერები), მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი, ქრისტეს რაინდები, ა.შ. და რენესანსის ხანიდან მოყოლებული, ის ხელოვანი, ინტელექტუალი და მოაზროვნე ადამიანები, რომელთა საქმიანობაც იყო კათოლიკური ეკლესიის წარმოსახვაში საშიში, მისი როგორც აბსოლუტური მართველობის ინსტიტუციის, საფუძვლებისთვის. 

პირველი დოკუმენტირებული ნიმუშები ლოჟების მუშაობის, ოპერირებისა და რიტუალების შესახებ გვხდება 17 -ე საუკუნეში. რაც, რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ლოჟები გაცილებით უფრო ადრე ჩამოყალიბდნენ და ვითარდებოდნენ. 1646 წლის დოკუმენტში ჩანს როგორ მიიღეს წევრად ინგლისელი ელიას ეშმოლი ლოჟაში. 

1717 წლის 24 ივნისს, 4 ლონდონის ლოჟა შეიკრიბა ლონდონის წმ. პავლეს ეკლესიის ეზოს ტერიტრიაზე, ტავერნაში და შექმნეს მსოფლიოში პირველი დიდი ლოჟა, რომლის დიდ ოსტატად აირჩიეს ანთონი სოიერი. 1723 წელს გამოიცა მასონთა კონსტიტუციის პირველი წინგნი. 1751 წელს შეიქმნა ალტერნატიული დიდი ლოჟა ინგლისში, რომელიც არ აღიარებდა იმ სიახლეებს, რომელიც მასონურ საძმოში ინერგებოდა. თუმცა 69 წლის შემდგომ, 1813 წლის 27 დეკემბერს, ეს ორი დიდი ლოჟა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ინგლისის გაერთიანებული დიდი ლოჟა. ამ პერიდისთვის დიდი ლოჟები უკვე ევროპის მრავალ სახელმწიფოში იყო ჩამოყალიბებული და მიუხედავათ იმისა, რომ მასონური ლოჟები არ არის ცენტრალიზირებული ერთ მმართველობაში და გააჩნიათ უნიკალური დამოუკიდებლობა (სუვერენული იურისდიქცია), ინგლისის გაერთიანებული დიდი ლოჯა მაინც ითვლება ე.წ. „დედა ლოჟად“. 



ამასთანავე, 1762 წლიდან 1951 წლამდე გაერთიანებული სამეფოს ყველა მონარქი იყო მასონი და მეტ წილად იგდლ -ის დიდი ოსტატი. 1951 წელს დიდი ბრიტანეთის ტახტზე ავიდა დედოფალი ელისაბედ მეორე, ხოლო ქალბატონი ლოჟის წევრი ვერ გახდება, შესაბამისად დიდი ოსტატის ადგილი დაიკავა დედოფლის ბიძაშვილმა, კენტის ჰერცოგმა, პრინცმა ედვარდმა, რომელიც დრემდე ხელმძღვანელობს იგდლ - ას. 

მასონური საძმო განვითარდა ასევე აშშ-ში და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ფუძემდებელი მამების უმეტესობა თავისუფალი ქვისმთლელები იყვნენ. ყველაზე აქტიური, ცნობადი, გავლენიანი და ისტორიის შემქმნელები იყვნენ ბენჯამინ ფრაკლინი, ტომას ჯეფერსონი, ჯორჯ ვაშინგტონი და სხვა. ასევე ცნობილია, რომ აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის 59 ხელმომწერიდან მინიმუმ 9-14 ხელმომწერი მასონი იყო. აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი დიდი ლოჟის დიდი ოსტატი იყო და ქალაქ ვაშინგტონის (აშშ დედაქალაქი) პირველი ქვაკუთხედი სწორედ მასონური ტრადიციებითა და რიტუალით იქნა ჩადებული საძირკველში. დღეს 3 მილიონზე მეტი მასონია მსოფლიოს ფაქტიურად ყველა ქვეყანაში, საიდანაც 2 მილიონზე მეტი მხოლოდ აშშ-ზე მოდის.