Tuesday, July 12, 2011

რა არის მასონობა?


მასონობა არის მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული საძმო, რომლის საქმიანობაც დამყარებულია ალეგორიულ და სიმბოლიზმით აღსავზე რიტუალებზე. მასონების პრინციპია - ჩვენ ვქმნით კარგი ადამიანიდან უკეთესს! მასონური რიტუალები და სიმბოლიზმიც საიდუმლოს ნაწილია. მასონისთვის მთავარია ადამიანი, რომელიც შემდგომ თვითონ ქმნის საზოგადოებას.

მოქმედი და სპეკულატორული მასონობა

მოქმედ მასონებად ითვლებიან ისინი ვინც თავისი ხელობით იყვნენ ქვის მთლელები, ხოლო სპეკულატორული მასონები კი - ისინი ვინც საუკუნეების განმავლობაში და საბოლოოდ კი 17-18 საუკუნეებში იქნენ მიღებულები ორდენში, თუმცა სხვადასხვა პროფესიის მამაკაცები და მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ქვის თლის ოსტატობასთან

პირველი დიდი ლოჟა

1717 წელს ლონდონში მოღვაწე ოთხი ლოჟის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პირველი დიდი ლოჟა ინგლისში, რომელიც დღესდღეობით ითვლება უძველეს და "დედა" ლოჟად. ეს ლოჟებია : Apple Tree, the Crown, The Goose and Gridiron და the Rummer and Grapes. ეს ლოჟები იკრიბებოდნენ ლონდონის ამავე სახელწოდების ტავერნებში. 1717 წლის 24 ინვისს, წმ. იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს, ამ ოთხმა ლოჟამ შექმა, როგორც უკვე მოგახსენეთ ინგლისის დიდი  ლოჟა, რომლის დიდ ოსტატად ენთონი სოიერი აირჩიეს.

ანდერსონის კონსტიტუცია

მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ჯეიმს ანდერსონს დაევალა დაეწერა მასონების განვითრების ისტორია და მათი პრინციპებისა და წესების წიგნი. რეზულტატი იყო წინგი, „კონსტიტუციის წინგი“, რომელიც 1723 წელს გამოიცა. ამ კონსტიტუციაში, რომელიც ყველა მასონური იურისდიქციის მიერ არის აღიარებული, მითითებულია ნორმებისა და ქცევების ის ჩამონათვალი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მასონმა ლოჟაში, ოჯახში, საჯარო სამსახურში, არა მასონებთან (პროფანები) ურთიერთობაში

მთავარი მოთხოვნები მასონის და ლოჟის მიმართ იყო და არის დამყარებული შემდეგზე: აკგრძალულია საუბარი პოლიტიკასა და რელიგიაზე ლოჟის შიგნით, ვინაიდან ლოჟის წევრები შესაძლოა იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებიდან და ამგვარი საუბრები ლოჟის ფუნქციონირებასა და ძმურ დამოკიდებულებას შეუშლიან ხელს. ყველა მასონი უნდა იყოს მორწმუნე და სჯეროდეს უმაღლესი, ზებუნებრივი, ღვთიური არსებისა.  „მსოფლიოს დიადი არქიტექტორისაანუ მსოფლიოს შემქმნელისა.  ლოჟის სხვადასხვა წევრები მიეკუთვნებიან სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს-  ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი, .. რწმენა ღმერთის არსებობის არის აუცილებელი მოთხოვნა და პრინციპი!


მიუხედავად გარკვეული განსხვავებებისა იურისდიქციებს შორის, კონსტიტუციის თანახმად სამი ნიშანი, რომელსაცდიადი სინათლისნიშნებს უწოდებენ, არის საერთო ყველასთვის - ფარგალი, გონიო და წმინდა სამართლის წიგნი.

მასონური ფილოსოფია ვითარდება საფეხურების, გრადუსების მიხედვით. ყოველ საფეხურზე მასონი სწავლობს რაღაც ახალს, ცდილობს გაერკვეს როგორც საკუთარ თავში, ასევე მის ირგვლივ მყოფ სამყაროში. ყოველი გრადუსის მისაღებად საჭიროა ახალი ცოდნა, გარვეული ვადა და შემდგომ ხორციელდება ინიციაცია

ინგლისის მსგავსად, დიდი ლოჟები შეიქმნა ირლანდიაში (1725) და შოტლანდიაში (1736), საფრანგეთში (1730), გერმანიაში (1737), დანიაში (1745) და ნიდერლანდებშ (1756). პირველი კოლონიური დიდი ლოჟა შეიქმნა ინგლისის დიდი ლოჟის მეშვეობით აშშ-ში - ფილადელფია (1731) და ბოსტონი (1733). თუმცა 1751 წელს მოხდა კრიზისი - ირლანდიელი მასონები რომლებიც ლონდონში ცხოვრობდნენ, გამოეყვნენ ინგლისის დიდ ლოჟას და ჩამოაყალიბეს ძველი (ძველ პრინციპებზე დაყრდნობილი - ancient) დიდი ლოჟა. საბოლოოდ, ორივე ჯგუფი შეთანხმდა საერთო პრინციპებზე და გაერთიანდა ერთინგლისის გაერთიანებულ დიდ ლოჟაში.

მასონური ორდენის თვითმარქვია განშტოებები

ამათ შორის გამოსარჩევია "დიდი აღმოსავლეთი" (.. გრანდ ორიენტი) და მემფის მიცრაიმი

გრანდ ორიენტი არა რეგულარული .. "მასონური" ორდენია, რომელიც არ იცავს რეგულარული მასონური ორდენის საფუძვლებსა და ყველაზე მთავარ პრინციპებს - იგი ერევა (ზოგ შემთხვევაში უხეშადაც) სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რელიგიურ ინსტიტუტების საქმიანობაში, მათი ლოჟის კარი ღია არის ქალებისთვის, ათეისტებისთვის, შერჩევის კრიტერიუმები გაცილებით ლიბერალურია, ნაკლებად მორალური და პრინციპული.

სწორედ მათი საქმიანობის შედეგად ადგება ყველაზე დიდი ჩრდილი რეგულარულ მასონურ ორდენს.

მემფის მიცრაიმი ნაკლებად ამბიციური .. "მასონური" განშტოებაა, მისი ძირითადი რიტულისა და განვითარების პრინციპები ძველ ეგვიპტურ ტრადიციებს ეფუძნება.

არის მრავალი მცირე ორდენი, საძმო და კლუბი, რომელიც საიდუმლო და რეაქციული საზოგადოებაა, ყველა მათგანისთვის მარტივია მასონური ორდენის სახელს ამოეფაროს და ეს უკანასკნელი დააყენოს "დარტყმის ქვეშ". ასეთი ორგანიზაციები მრავლად არიან აშშ-ში და ევროპაში.

რეგულარული მასონური ორდენი არ არის პოლიტიკურად და რელიგიურად ეგზალტირებული, იგი არავის ებრძვის და ცდილობს შეინარჩუნოს ის ძირითადი ტრადიციები რასაც ღირსება, მორალი და გონებრივი განვითარება ჰქვია.


No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.