Wednesday, July 6, 2011

სოლომონის ტაძარი და ჰირამ აბიფი

მეფე სოლომონის ტაძრის აგება ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენად მასონურ ისტორიაში და არა მარტო. 

ამ ტაძრის აგების ალეგორიით ხდება მასონისთვის მესამე გრადუსის მინიჭება. ამ ტაძრის აგება წარმოადგენს მნიშვნელოვან სულიერ დატვირთვას. სოლომონი როგორც მეფე დავითის ძე, საკმაოდ ცნობილი რელიგიური და ისტორიული პერსონაჟია. მისი სახელი კი შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც Sol-მზე, om- შუადღის, მერიდიანული მზე და on - დაისის მზე, ასევე ასახავს მასონურ ფილოსოფიაში ლოჟის ოფიცერთა ფუნქციებსა და განვითარებას. ტაძრის მშენებლობისა და დიზაინის აღწერა მოცემულია ბიბლიაში (მეფენი 5;15-7:51), მისი შემოწირულობა იყო 60 კუბიტი სიგრძეში, 20 კუბიტი განი და 30 კუბიტი სიმაღლე, მოგვიანებით შუასაუკუნოვან გილდიების აღწერილობაში ვხედავთ, რომ კუბიტი არის ის ზომა რომელიც იზომება იდაყვიდან შუა თითის წვერამდე. ტაძრის საკურთხეველში მხოლოდ ღირსეული და გამორჩეული ადამიანები შედიოდნენ, იქვე ინახებოდა წმ. კიდობანიც.

მასონური ლოჟაც არის ზუსტად აგებული იგივე სიმბოლიზმითა და პროპორციებით, როგორც სოლომონის ტაძარი. დიდი ოსტატი ზის ლოჟის აღმოსავლეთით, უფროსი და უმცროსი დიაკვნები დასავლეთითა და სამხრეთით. არცერთი ოფიცერი არ ზის ჩრდილოეთით.

ორი სვეტი - იახინი და ბოაზი წარმოადგენენ ტაძრის შესასვლელს და შესაბამისად „შესასვლელ სვეტებს“ უწოდებენ. ამასთანავე ლოჟის განლაგებაში ეს სვეტები ლოჟის შესასვლელშია.

სოლომონის პირველი ტაძარი დაინგრა 586 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, როდესაც ასირიელებმა ებრაელების აჯანყება ჩაახშეს. 70 წელი იგი ნანგრევებში იმყოფებოდა, სანამ ბაბილონი არ იქნა დაპყრობილი სპარსეთის მიერ და მეფე სირუსმა ეზრას და მის 70-ად თანამოაზრეს უკან იერუსალიმში დაბრუნების ნება-უფლება არ მისცა.

ტაძარი განახლდა, ყველა გეომეტრიული, არქიტექტურული და სიმბოლიკური ნიუანსის დაცვით. ეს ტაძარი მოგვიანებით „განაახლა“ მეფე ჰეროდოტემ. ტაძარი ხელახალი ებრაელების ჯანყის შემდეგ დაინგრა 70 წელს ა.წ. რომაელების მიერ. სწორედ ამ ტაძრის ტერიტორიაზე დაბანაკდნენ ჯვაროსნული ომების დროს ტამპლიერები და სწორედ აქედან მოდის ლეგენდა, რომ მათ იქ იპოვეს რაღაც წმინდა, ზებუნებრივი ნივთი. 

რა იყო ეს ნივთი? გრაალის თასი, კიდობანი, წმ. იოანეს თავი... ვერსია ბევრია!

თუმცა ამავე პერიოდიდან შეიმჩნეოდა ორდენის გაძლიერება და ორ საუკუნოვანი ძლიერი გავლენა მთელს ქრისტიანულ სამყაროზე. ეს რაინდები ითვლებოდნენ ქრისტეს რწმენის მცველებად და მათ განადგურებაში ამიტომ იყო ბევრი დაინტერესული. რიჩარდ ბურტოს სოლომონ მეფესთან დაკავშირებული ბევრი თხზულება აქვს გადმოცემული თავის „ათას და ერთ ღამეში“.


Clavicula Solomonis ანუ სოლომონის გასაღები

ეს წიგნი არის ყველაზე ძლიერი და ცნობილი ტექსტი, რომელიც ასახავს ძველ მაგიასა და კაბალისტურ ფილოსოფიას. ამ წიგნში წარმოდგენილია 36 ტალისმანური სიმბოლოც და მათი შექმნის დეტალური აღწერა. ეს წიგნი არ იყო დაწერილი ივრითზე და ითარგმნა მხოლოდ 17-ე საუკუნეში. ამ წიგნში არის მითითებული ისეთი ტალისმანები, რომლებიც დღეს სულ სხვა სიმბოლური დატვირთვით სარგებლობენ მასებში. მაგალითად ხუთ ქიამიანი ვარსკვლავი, იგივე პენტაგრამა ან ექვს ქიმიანი ვარსკვლავი, რომელსაც დავითის ფარს ანუ მაგენ დავიდს უწოდებენ. 

ეს სიმბოლოები, რომელიც დღეს რატომღაც მხოლოდ იუდაიზმთან არის დაკავშირებული, გამოიყენებოდა ბრინჯაოს ხანიდან სხვადასხვა კულტურებში ბრიტანეთიდან მესომპოტამიამდე, ხოლო მოგვიანებით ინდოეთში და იბერიაშიც გამოჩნდა. 13-17-ე საუკუნეებში ამ სიმბოლომ უფრო და უფრო მეტი „პოპულარობა“ მოიპოვა და მეთოთხმეტე საუკუნეში მეფე ჩარლზ (კარლოს) მეოთხემ ნება დართო ებრაელებს გამოეყენებინათ ეს სიმბოლო, მათი დასახლებების აღსანიშნავად. 19-ე საუკუნეში ებრაელებმა მოინდომეს ქრისტიანების მსგავსად ქონოდათ რელიგიური ნიშანი, სიმბოლო და ამ პერიოდიდან "დავითის ვარსკვლავი" გახდა ებრაული რელიგიის - იუდაიზმის ნიშანი. 

ჰირამ აბიფი

ჰირამ აბიფის, მშენებლისა და ოსტატის, ლეგენდა წარმოადგენს მასონური ალეგორიული ფილოსოფიის ქვაკუთხედს. ტაძრის ასაშენებლად სოლომონმა მიმართა მეფე ჰირამს გამოეგზავნა მისთვის მასალა და მშენებლები (მეფენი 5:8-9), სანაცვლოდ კი გაუგზავნა საჩუქრები და გადასცა 20 ქალაქი გალილეაში. ამ მშენებლებს შორის იყოს სწორედ ოსტატი ჰირამიც (მეფენი 7:14). იგი აღწერილია როგორც „დაქვრივებული ქალის (ქვრივის) შვილი“, აბიფ ანუ აბ კი ებრაულად მამას ნიშნავს, ანუ ჰირამ აბიფი ნიშნავს, „ჰირამი, მამამისია“. მის მიერ იქნა შემუშავებული ტაძრის არქიტექტურა და დეკორი, ორი სვეტიც - იახინი და ბოაზი, შემეცნებისა და სიბრძნის სიმბოლოები. ამ სვეტების ბოლოს იყო გამოსახული ლილია. მცნებები „მე დავაფუძნებ“ და „სიმტკიცე“ აგრეთვე დაკავშირებულია ამ სვეტებთან. ტაძრის ასაშენებლად გამოყენებული სამი საძირკვლის ბოძი წარმოადგენს მასონური ალეგორიული ფილოსოფიის სამ ძირითად კონცეფციას - სიბრძნე, სიმტკიცე და მშვენება.

ჰირამი მისმა სამმა მოსწავლემ მოკლა, საიდუმლო სიტყვის გამოძალვის მცდელობისას.