Wednesday, June 26, 2013

თეოსოფია (მასალა წიგნიდან "მასონური მისტერიები")


თეოსოფია

თეოსოფია, გეცოდინებათ, ღვთაებრივ სიბრძნეს ნიშნავს („თეოს“ - ღვთაებრივი θεός და „სოფია“ - სიბძნე σοφία) და წარმოადგენს ეზოთერიკული ფილოსოფიის სისტემას, რომელიც ეძებს პირდაპირ ცოდნასა და მისტერიებს რაც არსებას და ბუნებას ეხება, განსაკუთრებით ღვთაებრივ ბუნებას.

თეოსოფია განიხილება, როგორც ეზოთერიის ნაწილი ფა-რთო სფეროში, დაკავშირებულს ფარულ ცოდნასთან, ან სიბრძნესთან, რომელიც გვთავაზობს ინდივიდუალურ განმანათლებლობასა და გადარჩენას - ხსნას. თეოსოფოსი ცდილობს გაერკვეს სამყაროს მისტერიებში, კავშირებში, რაც აერთიანებს ამ სამყაროს, კაცობრიობასა და ღვთაებას. თეოსოფიის მიზანია ღვთაებრივისა და კაცობრიობის, მსოფლიოს დასასრულის და ცხოვრების არსის, საფუძ-ვლების გამოკვლევა. ამ საკითხების კვლევით და შედე-გების ანალიზით, თეოსოფოსი ცდილობდს სამყაროს თან-მიმდევრული არსის და საფუძველის დადგენას.

თვითონ სიტყვა „თეოსოფია“ ბერძნულ და ლათინურ ენე-ბში გვხდება და წმინდა მამების და ეკლესიის სხვა წარ-მომადგენლები მას იყენებდნენ „თეოლოგიის“ სინონი-მად. რენესანსის ეპოქაში ტერმინი გნოსტიკურ ცოდნას ასახავდა, რომელიც ინდივიდუალურ გაბრწყინებას (სინა-თლისკენ სვლას, განათლებას) და ხნას მოიცავდა, ცოდნას იმისა თუ რა კავშირი არის ადამიანს, ღვთაებასა და შუამ-დგომ სულებს შორის.

ბერძნული-ელენისტური კულტურა წარმოსახავდა რე-ლიგიას სინკრეტიზმით, რომელზეც ზეგავლენას ახდენ-და ეგვიპტე. განსაკუთრებით ალექსანდია გახდა ფილო-ფიური და სისტემატიზირებული კულტურა, რომელიც შეიცავდა აღმოსავლეთის მითოლოგიას თეოსოფიას და გნოსტიკას.

12-ე საუკუნეში ფილოსოფოსმა ალ-შაჰრასტანიმ გამოიკ-ვლია თეოსოფია ისლამური აზროვნების კონტექსტში. 13-ე საუკუნეში იწყება მკაცრი გამიჯვნა კლასიკურ ფილო-სოფოსთა, თეოსოფოსთა და თეოლოგებს შორის. თეოსო-ფოსები მიჩვნეული იყვნენ, როგორც ავტორები, რომლე-ბიც შთაგონებულნი იყვნენ წმინდა წიგნების მიერ, ხოლო თეოლოგები კი - ადამიანებად, რომლებსაც თეოსოფია უნდა ესწავლებინათ. იმ პერიოდში თეოსოფოსებს უწო-დებდნენ ჟერომს, ფსევდო-დიონისე არეოპაგელს, ორი-გენს და სხვებს. დღევანდელი თეოსოფიის საფუძვლები უნდა ვეძიოთ 16-17-ე საუკუნის გერმანიაში.
16-ე საუკუნის 50-იან წლებში იოანე არბორეუსი გამოს-ცემს რამოდენიმე ტომს „თეოსოფია“. ისეთი გერმანელი მოაზროვნეები, როგორიც არიან პარაცელისი, გუტმანი, ვიგელი, ხუნრატი, არნდტი და შვენცკფელდი იჩენენ დიდ ინტერესს თეოსოფიისადმი. იმ პერიოდის ნაშორმე-ბში თეოსოფია და ეზოთერიკა დიდად ართიან პრიზმაში განხილული არ იყო, მხოლოდ 17-ე საუკუნეში ფილოსოფოსმა და თეოსოფოსმა იაკობ ბოჰმემ წარმოად-გინა დეტალური განმარტება თეოსოიისა, რომელშიც უკვე აქტიურად ფიგურირებდა ეზოთერიკაც. მისი ფილოსო- ფიური სისტემა ეფუძნებოდა ბუნების ცოდნის ღვთაებ-რივი ბუნების ცოდნაზე მაღლა დაყენებას. იმ პერიოდში არისტოტელური მეთოდი იყო საკმაოდ პოპულარული ინტელექტუალთა შორის, ბოჰმემ საკუთარი სისტემით წა-რმოადგინა არისტოტელური მეთოდის ალტერნატივა, რომელიც მისი აზრით  ბუნებას უფრო სიღრმისეულად და მეტი კონტროლით წარმოადგენდა და შეისწავლიდა.

სხვა მნიშვნელოვანი დახმარე და ხელის შემწყობი მოაზ-როვნეები და თეოსოფიური ლიტერატურის (ღირებული) ავტორები გვხდებიან ნიდერლანდებიდან, ინგლისიდან და საფრანგეთიდან. მათი ნაწილი თეოსოფია, ნაწილი ისტორიკოსი ან თეოლოგი, რომელთაც თეოსოფიისადმი დიდი და პროფესიონალური ინტერესი გააჩნდათ. ამ ჯგუფში შეგვიძლია განვიხილოთ იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი, რობერტ ფლუდი, ჯონ ფორდაჯი, ჯეინ ლიდი, პიერ პუარე, ანტუანეტ ბურინიონო და სხვა. ამ პერიოდის თეოსოფისტები იკვლევდნენ და უღრმავდებო-დნენ ბუნებას ინტერპრეტაციის მეთოდის გამოყენებით, რომელიც სპეციფიკური მითზე იყო დამყარებული, იყენე-ნებდნენ რა ძლიერ წარმოსახვას იმისათვის, რომ წინ წა-მოეწიათ სიმბოლოთა მნიშვნელობა და მათკენ შემდგომი სწრაფვით სრულად გაეგოთ მისტერიები.

18-ე საუკუნეში სიტყვა ფილოსოფია ხშირად გამოიყენე-ბოდა ფილოსოფიაშიც. იოჰან იაკობ ბრიუკერი 1741 წელს მის უმთავრეს ნაშორმში ფილოსოფიის კრიტიკის ისტო-რია - ში ცალკე თავს უთმობს თეოსოფიას. ამავე პერიოდ-ში ცნობილი გამოცემები გამოდის:
სამუელ რიხტერის  Theophilosophia theoritica et practica (1710) და ჯორჯ ფონ ველინგის Opus magocabalsticum et theosophicum (1721), ასევე გამოდის ცნობილი ნაშრომები, რომელთა ავტო-რებია: იაჰან ჯორჯ გიჩელი, გოთფრიდ არნოლდი, ფრი-დრიხ კრისტოფ ოეტინგერი, უილიამ ლო, დიონისე ან-დრეას ფრეერი და სხვა. ძალინ ხშირად სიტყვა თეოსოფია გამოიყენებოდა სიტყვა „პანასოფიასთან“ ანუ ღვთაებრივი ცოდნა, რომელიც სამყაროს იეროგლიფებით გამოსახავს წარმოადგენს.

1893 წელს შეიკრიბა მსოფლიო რელიგიათა პარლამენტი, რომელმაც პირველი ფორმალური შეკრება აღნიშნა დასავ-ლეთისა და აღმოსავლეთის სულიერი და რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლების შეკრებით. დღეს ის წარმოადგენს მსოფლიო ინტერ-რელიგიურ ფორმალურ დიალოგს. 19-ე საუკუნის განმავლობაში მრავალი თეოსო-ფიური საზოგადოება ერთიანდება. ეს ხშირად იმითაც აიხსნება, რომ ამ პერიოდში თეოსოფიასა და ოკულტიზმს შორის ბევრი საზღვარი წაიშალა. 1875 წელს ელენა ბლავაცკაია აფუძნებს ერთ-ერთ მსხვილ თეოსოფიურ
საზოგადოებას, ორგანიზა-ციას, რომელიც იზიარებდა თეოსოფიის მრავალ საწყისს პრინციპს, თუმცა მათგან სა-კმაოდ შორსაც იყო წასული. „ჭეშმარიტ“ თეოსოფიურ მიმართულებად ითვლებო-და (და დღესაც ალბათ ასეა) მარტინისტთა ორდენი, რო-მელიც პაპიუსმა დაარსა (1891), რომელიც უფრო ღრმად და ახლოს არის დაკავში- რებული იუდეურ-ქრისტიანულ-ისლამის ტრადიციებთან და დასავლურ ეზოთერიკასთან.

საზოგადოებების მიღმა „მოღვაწე“ თეოსოფებში შეიძლება გამოვყოთ ვლადიმერ სოლოვიოვი, რომელიც ფიქრობდა, რომ ემპირიზმი და რაციონალიზმი (იდეალიზმი) დაფუ-ძნებულია ცრუ გამოცდილებაზე, ხოლო ბუნებრივი მეც-ნიერება და ფილოსოფია სინთეზურ კავშირში მისტიურ ცოდნასთან ანუ თეოსოფია არის ჭეშმარიტი „შიდა ცოდ-ნა“.
20-ე საუკუნეში თეოსოფია ვითარდება სხვადასხვა მიმარ-თულებით, რიგ შემთხვევებში, როგორც ორგანიზაცია, რიგ შემთხვევაში როგორც ახალი რელიგიური მიმართუ-ლება, ა.შ. რუდოლფ შტაინერი თეოსოფიური საზოგადო-ებასთან განხეთქილების შემდგომ აყალიბებს ანთროპო-სოფიას. თეოსოფიურ კონცეფციაში შეიძლება განვიხი-ლოთ სერგეი ბულგაკოვი, ნიკოლოზ ბერდიაევი, ლეოპოლდ ზიგლერი, ვალენტინ ტომბერგი, აუგუსტ-ედუარდ შოვე, ვასილი კანდინსკი, სარვეპალი რადჰაკრიშნანი და ჰენრი კორბინი.

ყველაფერი ბუნებაში ნიშანია, კოდია. ბუნების ნიშნები შესაძლებელია, რომ ამოვიკითხოთ, წავიკთხოთ და გავაანალიზოთ. მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსი ურთიერთ-კავშირშია. სინქრონულობა არსებობს და შესაძლოა ის აღ-მოვაჩინთ ბუნებაში, მის ნიშნად წარმოვიდგინოთ, რომელიც შესაძლოა ღვთაებრივის გასაგებად შეგვეხიდოს.

ბუნება ცოცხალია: ეს არ არის კორელაცია საკითხის ნაწი-ლთა შორის. ეს არის ცოცხალი ობიექტი, ვითარდება საკუთარი გაფართოვებით, უზრუნველყოფილი ენერგეტი-კული და სინათლის დინამიკური დინებით. წარმოსახვა წარმოადგენს ძალას, რომელიც გვთავაზობს წვდომას სამ-ყაროებთან და რეალობის იმ ხარისხთან, რომელიც შუა-ლედურია მატერიალურ სამყაროსა და ღვთაებრივს შო-რის. გნოსტიკა და საკუთარი თავის ილუმინაცია, გონის ტრანსმუტაცია ავითარებს ცნობიერების ამაღლებას, მეო-რე ახალი სიცოცხლე იბადება. თეოსოფიის სამი ძირითა-დი საფუძველია კაცობრიობა, ღვთაება და ბუნება,
ბლავაცკაიას თეოსოფია
1875 წელს ელენე ბლავაცკაია, ჰენრი ოლკოტი და უილიამ ჯადჯი აფუძნებენ თეოსოფიურ საზოგადოებას. ბლავა-ცკაია აერთიანებს აღმოსავლური რელიგიების ტრადიცი-ებს დასავლურ ეზოთერიკულ სწავლებებთან, იმისათვის, რომ შექმნას სინთეზი, რომელსაც თვითონ მან მარადიულ რელიგას უწოდებდა.

სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ ვაფასებ ბლავაცკაიას მოღვაწეობას, არც მის პიროვნებას ვცემ პატივს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მან გარკვეულ წილად შექმნა ისეთი სკოლა, რომელიც საინტერესოც არის და მოძრავიც (სწავ-ლება). მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი თეო-სოფიური ნამუშევრებია ისისის წარმოჩინება (1877) და საიდუმლო დოქტრინა (1888). საბოლოოდ თეოსოფიური საზოგადოება თეოსოფიის ვირტუალური სინონიმი ხდე-ბა, მაგრამ ტრადიციულ დასავლურ თეოსოფიასა და ბლა-ვაცკაიას წამოწყობილი თეოსოფიურ მოძრაობას შორის.

ბლავაცკაია საიდუმლო დოქტრინაში სამ საკითხზე ამახ-ვილებს ყურადღებას, მათ შორის იმაზე რომ თეოსოფია არ არის გამოცხადება. იგი ამტკიცებდა, რომ ოკულტური მე-ცნიერება წარმოადგენს რეალობის აღწერას, არამარტო ფიზიკურ დონეზე არამედ მეტაფიზიკურ დონეზეც. ბლავაცკაია იმასაც ამტკიცებდა, რომ ეს ოკულტური მეც-ნიერება საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა და მხო-ლოდ სწორად და განსაკუთრებული ყურადღებით შერჩე-ილ და შემდგომ გაწვრთნილ ინდივიდებს უზიარებდნენ.

1921 წელს რენე გუედონ აკრიტიკებს ბლავაცკაიას და „ბლავაცკაისებურ თეოსოფიას“, როგორც ფსევდო რელი-გიას. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ ბლავაცკაიამ მიიღო სა-კუთარი ცოდნა სხვასხვა წიგნიდან და არაფერ შუაში იყო მის მიერ გამოგონილი ზებუნებრივი არსებები, ოსტატი. გუენონი ამტკიცებდა, რომ ბლავაცკაია ხშირად დადიოდა ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში და სწავლობდა ელიფას ლევის, იაკობ ბოემის, კაბალას და ჰერმეტიკულ ნაშრო-მებს, დოქტრინასა და თეზისებს. გოენონი ასევე აბრალებ-და ბლავაცკაიას პლაგიარიზმს. ბლავაცკაიას მიერ გამო-გონილი „ოსტატი“ კი მხოლოდ იმ გამორჩეული მამაკა-ცების იდეალიზაციაა, რომელიც ქალბატონს ცხოვრების განმავლობაში შეხვედრია. ცვაიგი კი ამტკიცებს, რომ ბლავაცკაიას გამოცხადებები იყო ფალსიფიკაცია-გამოგო-ნილი. რობერტ ქეროლი აღნიშნავდა ბლავაცკაიას ნიჭს ყველაფერი ისე გამოეგონა და შეეთხზა, რომ ეს ფაქტი ფაქტი- ურად შეუმჩნელი დარჩენოდა უმეტესობას. მაგ. მან გააბითურა ყველა ჩაის ჭიქის და ფინჯანის მატერიალიზაციით, ისევე რო-გორც თვითონ წერდა წერილების მისი „ოსტატის“ ნაცვლად.

ხშირად ბევრი მკლევარი ამტკიცებს, რომ ბლავაცკაია რა-სისტი იყო, ზოგ რასას მეტ უპირატესობას ანიჭებდა, მე-ორეს კი აკნინებდა, ამასთანავე ის არ საუბრობდა რომე-ლიმე რასის ბატონობაზე და ძალადობაზე. თუმცა ბლავა-ცკაია გამოირჩეოდა ანტისემიტური შეხედულებები, ამი-ტომ მისი დოქტრინა ხდება პოპულარული გერმანიაში.

თეოსოფიური საზოგადოება
1875 წელს დაფუძნდა, დღეისთვის მას რამოდენიმე მემკვიდრე ჰყავს. რამოდენიმე განხეთქილებამ განავი-თარა გარდა მისტიური და ფი-ლოსოფიური შეხედულებებისა რელიგიური მიმართულებები და ორგანიზაციები. საზოგადოების მი-ზანი იყო „ოკულტიზმის და კაბალას სწავლა და განმარტება, წლების შემდგომ ცენტრალური საერთაშორისო შტაბი ადიარში დაარსდა (ინდოეთი). თეოსოფიური საზოგადოების წევრები ასევე დაინტერესე-ბულნი იყვნენ აღმოსავლური რელიგიებით და წესდებით განისაზღვრეს კაცობირობის უნივერსალური საძმოს შექ-მნა, სადაც არ იქნებოდა მნიშვნელოვანი არც ეროვნება, არც აღმსარებლობა, არც კანის ფერი, არც სქესი დ არც კასტა. მთავარი მიმართულებები იყო ფილოსოფიის, რე-ლიგიისა და მეცნიერების შესწავლა.

საზოგადოების ცენტრალური თესიზი და დოქტრინების კომპლექსი ეფუძნებოდა ყოველი არსებულის ევოლუციის განმარტებას, რომელიც კოსმიური მაშტაბით გაჩნდა და აერთიანებს ფიზიკურ და არა ფიზიკურ ასპექტებს, ცნო-ბად და უცნობ სამყაროს. საზოგადოების დოქტრინა ეფუძნება იმ თეზისებს, რომელიც საიდუმლო დოქტრინა-შია ჩამოყალიბა ბლავაცკაიამ (magnum opus). ამ შეხედუ-ლებების მიხედვით, კაცობრიობის ევოლუცია დადემიწა-ზე (და მის მიღმა) არის ერთიანი კოსმიური ევოლუციის ნაწილი. ეს პროცესი არის  ფარული ღვთაებრივი (სულიე-რი) იერარქიის,  ე.წ. უძველესი სიბრძნის ოსტატების გან-საკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშმყოფება. ოსტატე-ბის შერჩევა მაღალ, შემდგომ „ეშელონებში“ მხოლოდ მათზე სულიერად განვითარებული არსებების გადასაწ-ყვეტია. ბლავაცკაიას თეოსოფიური საზოგადოება გამოჰყავდა, როგორც კოსმოსური გონის ევოლუციი სქემის ნაწილი.

ელენა ბლავაცკაიას სიკვიდლის შემდგომ, 1891 წელს, ისედაც შიდა დაპირისპირებაში მყოფმა საზოგადოების ლიდერებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს საკუთარი გზები გაეყოთ, მიუხედავათ თავდაპირველი მცდელობებისა, რომ „მშვიდობიანად ერთად ემუშავათ“ საზოგადოების ფარგლებში. ოლკოტის და ბესანის მიერ დაფუძნებული „ორიგინალი“ თეოსოფიური საზოგადება დღეს მხოლოდ ერთ ადგილზე - ადიარში, ინდოეთი, შეგხვდებათ. თეო-სოფიური საზოგადოებიდან წარმოიქმნა ამერიკაში თეო-სოფისტთა გაერთიანებული ლოჟა, ცალკე ვითარდებოდა რუდოლფ შტაინერის გერმანულ-ავსტრიული ჯგუფი, რომელმაც შეინარჩუნა დასავულური ორიენტა-ციის კურ-სი, მაგრამ ამასთანავე გარკვეული დამოუკიდე-ბლობის ხარისხით ადიარისაგან.

ანა ბესანთან და სხვა საერთაშორისო ლიდერთან სერიოზული ფილოსოფიური კონფლიქტისა და დავის შემდგომ, რომელიც დაფუძნებული იყო ქრისტეს სულიერ მნიშვნელობაზე და ახალგაზრდა ყმაწვილის ჯიდუ კრიშნამურტის სტატუსის არსზე, ავსტრიელი და გერმა-ნელი თეოსოფიური საზოგადოების წევრები საბოლოოდ  ტოვებენ ამ ორგანიზაციას და შტაინერს ხელმღვანელო-ბით აყალიბებენ ანთროპოსოფიულ საზოგადოებას, რომე-ლიც დღეამდე აქტიურად ფუნქციონირებს.

მოკლედ ჯიდუ კრიშნამურტიზე. გახსოვთ, წიგნის წინა ნაწილში ვსაუბრობდი ჩარლს ვებსტერ ლედბითერზე? ხოდა, ეს ჯიდუ იყო ინდოელი ბიჭი, რომელიც  თეოსო-ფისტთა ნაწილის, მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი თეოსოფისტისა და ოკულტისტის - ლითბითერის მიერ, მიჩნეული იყო მსოფლიოს მასწავლებლის - მაიტრეიას რეინკრარნაციად. ის და მისი ოჯახი დაასახლეს მთავარ შტაბთან - აიდიარში წვრთნი-დნენ და ამზადებდნენ მას მისიისთვის.

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.