Saturday, November 17, 2012

მარტინიზმი (მასონური ორდენის მესამე ქართული გამოცემის "მასონური მისტერიები"-დან



მარტინიზმი


წინა რამდენიმე ული და მათი წარმოშობის ისტორია, ისევე როგორც მოგვიანებით გარ-კვეულ ერთ სისტემაში გაერთიანება იყო ურთიერთგა- დაჯაჭვული. ასევე, წარმოგიდგინეთ იმ ადამიანების მო-კლე ბიოგრაფიული და ფილოსოფიური შეხედულებები, რომლებმაც პირდაპირ თუ ირიბათ მიიღეს მონაწილეობა მარტინისტა ორდენის ჩამოყალიბებაში.
მარტინიზმი წარმოადგენს მისტიური და ეზოთერული ქრისტინობის ფორმას, რომლის დოქტრინაც აღწერს პი-რველი ადამიანის დაცემას ღვთაებრივიდან მატერია-ლუ-რში და იმ შესაძლებლობებზე, რომლის მეშვეობითაც შე-საძლებელია კლავ დაბრუნება და რეინტეგრაცია ღვთა-ებრივში, გულწრფეი ლოცვის მეშვეობით.

დასაწყისში მარტინიზმი, როგორც  მისტიკური ტრადიცია განეკუ-თვნებოდა ზედა ხარისხებს, რომელიც 1740 წელს შექმნა პა-სკუალემ საფრანგეთში და შემ-დგომ განვითარდა ორ სხვადა-სხვა ფორმით, ლუი კლოდ დე სენ მარტენისა და ჟან-ბატისტ ვილერმოზის ხელშეწყობით. მარტინიზმი, ამ ორი მიმა-რთულების დოქტრინების, ამასთანავე, 1886 წელს პაპი-უსისა და შაბოსოს მიერ დაფუძნებული და აღორძინებუ-ლი „მარტინისტთა ორდენის“ ერთიანი სახელწოდებაა. მარტინიზმის ასეთი „დამაბნეველი“ დაყოფა რამდენიმე ტრადიციად XVIII საუკუნეში არ არსებობდა. ეს მოგვია-ნებით მოხდა, - ამ სამი მიმართულების, მარტინიზმის გაერთიანე-ბულ სახელწოდებაში მოქცევა.

ტრადიციის სამი განშტოება

მარტინიზმი შეიძლება დაიყოს მისი არსებობის სამ ფორ-მად, როგორც ტრადიციები, რომელიც მან გაიარა ქრონო-ლოგიური მიმდევრობით.
1.                  ”სამყაროს რჩეულ კოენთა მასონ-რაინდთა ორდე-ნი“ (ელუს კოენი) - მასონურ უმაღლეს საფეხურთა ეზო-თერული და ტეურგიული სისტემა, რომელიც 18-ე საუკუ-ნეში ცნობილი მისტიკოსის, კაბალისტის, მასონის მარტი-ნეს დე პასუალეს მიერ დაარსდა. პირველი ორდენი 19-ე საუკუნეში დაიშალა, მაგრამ 20-ე საუკუნეში რობერტ ამბელენმა ორდენი აღადგინა და დღემდე არსებობს მისი რამდენიმე განშტოება.
2.                  შოტლანდიური გამოსწორებული წესდება ან წმი-ნდა ქალაქის ღირსეული რაინდები, წარმოადგენს შოტ-ლანდიური მკაცრი რიტუალის რეფორმირებულ ვარი-ანტს. მის საფუძველს რჩეულ მსაჯულთა (ელუს კოენი) ფილოსოფია წარმოადგენს. წმინდა ქალაქის ღირსეული რაინდები 1778 წელს დაფუძნდა ჟან ბატისტ ვილერმოზის მიერ, რომელიც პასკუალეს მოწაფე და სენ-მარტენის მე-გობარი იყო. მათ არასდროს შეუწყვეტიათ საქმიანობა და დღემდე არსებობენ, მაგრამ ორი განშტოებით, რეგულა-რული და არარეგულარული (ღიაა ქალბატონებისთვის).
3.                  ლუი-კლოდ დე სენ-მარტენის მარტინიზმი მისტი-ური ტრადიციაა, რომლის უმთავრესი ყურადღება მედი-ტაციასა და შინაგან სულიერ ალქიმიას ეთმობოდა. სენმა-რტენმა, სხვა, მისი თანამედროვე მარტინისტთა განსხვა-ვებით „გულის გზა“ აირჩია, რომელიც რეინტეგრაციისა-კენ მიდის. მან ამ გზაზე ჩათვალა, რომ ორდენის შექმნა ზედმეტი იყო, სენ-მარტენი მხოლოდ პატარ-პატარა წრე-ებს ქმნიდა, სადაც მის მოწაფეებს დარიგებებს აძლევდა. სენ-მარტენის გარდაცვალების შემდგომ, ჟე-რარ ანკოსი (პაპიუსი) და ოგიუსტ შაბოსო 1886 წელს მარტინისტთა ორდენს აფუძნებენ.
პაპიუსის მიერ დაფუძნებული მარტინისტთა ორდენი ლოჟების სახით ჩამოყალიბდა, რომლებიც დიად ლოჟე-ბში ერთიანდებოდნენ, ქვეყნების მიხედვით. თითო დიად ლოჟაში მინიმუმ სამი ლოჟა იყო გაწევრიანებული, თავის მხრივ დიადი ლოჟები კი ექვემდებარებოდნენ მარტინის-ტთა ორდენის უმაღლეს საბჭოს. ორდენი ოთხ საფეხუ-რზე მუშაობდა. რიტუალი და სწავლებები დაუფძნებული იყო სამ „მიძინებულ“ მასონურ მისტიკურ-ტეურგიულ წე-სდებებზე : ელუს კოენი, შოტლანდიური გამოსწორებუ-ლი წესდება და „გამოსწორებულ წესდებაზე“. ორდენი კე-თილმეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა თავისუ-ფალ კალატოზებთან, ვინაიდან სხვადასხვა იურისდიქ-ციის მასონები მარტინისტთა ორდენშიც იყვნენ გაწევრია-ნებული.
ამ სისტემაში პირველი ორი ხარისხი წარმოადგენს მარტი-ნისტული იდეების გასაღებს. მესამე ხარისხი კი უკვე ინი-ცირების ხარისხი იყო, იმ მისტერიებში, რომელიც თვით სენ-მარტენი უზიარებდა მის მოსწავლეებს. მარტნისტი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც იზიარებს მარტი-ნისტთა იდეას, ფილოსოფიას, რომელიც თვით სენ-მარ-ტენიდან მოდის, ე.წ. „თავისუფალი ინიცირების“ სისტე-მით, ანუ კანდიდატს შეუძლია არ გახდეს მარტინისტთა ორდენის წევრი.

მარტინიზმში გამოკვეთილია ქრისტიანული მარტინი-ზმის რიტუალები, ყველა ლოჟა იხსნება პენტაგრამატონის გამოყენებით (ლათ. Yeheshuah, ივრითი -
יהשוה), ანუ ტეტ-რაგრამატონის, ღვთაებრივი სახელის (ლათ. yod-he-waw-he; ივრითი - יהוה), რომლის ცენტრში დამატებულია ასო „ინ“ (ივრითი - ש).

მიუხედავად იმისა, რომ მარტინისტთა ორდენი ლოჟების პრინციპზეა დაფუძნებული, მასონურ სიმბოლურ ხარი-სხებთან მათ რიტუალებს არანაირი კავშირი არ აქვთ. რი-ტუალს აქვს საკუთარი დრამატული და ეზოთერული ში-ნაარსი, მათ შორის მარტინეს დე პასკუალეს ფილოსოფი-ის ელემენტები.
 რიტუალის განსაკუთრებულ მომენტე-ბში კანდიდატისგან ელიან, რომ იგი მხოლოდ საკუთარი ინიციატივითა და გონით უპასუხებს შეკითხვებს. კანდი-დატს,  რიტუალის დროს წარმოდგენილი სიმბოლიკის გა-ანალიზებასა და აზროვნების გამოყენებაში უწყობენ ხელს.

მარტინიზმი XX - საუკუნეში

საინტერესო ფაქტი - 1905 წელს რუსეთის უკანასკნელმა იმპერატორმა, ნიკოლოზ მეორემ, რუსეთში პაპიუსი და ფილიპ ნიზიე მოიწვია. იმპერატორს სტუმრებისგან აინ-ტერესებდა რჩევები იმ პრობლემებზე, რომელიც იმპერიას 1905 წლის რევოლუციის შემდგომ აჩრდილივით წამოა-დგა. პაპიუსი რუსეთში სულ სამჯერ იყო, მისი მისია იყო ლექციები მაგიაში და ოკულტიზმში, მარტინისტთა ორ-დენის გაძლიერება. იგი ასევე საიმპერატორო ოჯახის ექი-მი და ოკულტური მრჩეველი გახლდათ. სწორედ პაპიუ-სის მესვეურობით მოხდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორის მარტინისტთა ორდენში ინიცირება.

1913 წელს პარიზში საფრანგეთის ნაციონალური დიადი ლოჟა დაფუძნდა, რომელიც ინგლისის გაერთიანებულმა დიადმა ლოჟამ აღიარა (თუმცა 2012 წელს, დაახლოებით 100 წლის შემდგომ, ამ დიადმა ლოჟამ დაკარგა მასონური რეგულარულობა). საფრანგეთის ნაციონალური დიადი ლოჟა მუშაობდა შოტლანდიური გამარტივებული (გამოს-წორებული) რიტუალით, რომელსაც პაპიუსი თანაუ-გრძნობდა. პაპიუსი როგორც მარტინისტთა ორდენის მა-გისტრი იწყებს მოლაპარაკებებს საფრანგეთის ნაციონა-ლური დიადი ლოჟის დიდ ოსტატთან,
ედუარდ დე რი-ბოკურთან, რომლისგანაც ითხოვდა უფლებას მასონური დიდი ლოჟის ფრთის ქვეშ რამდენიმე ისეთი მასონური ლოჟის დაარსებისა, რომელშიც მხოლოდ მარტინისტები გაწევრიანდებოდნენ და ეს ლოჟები იმუშავებდნენ შოტ-ლანდიური გამოსწორებული წესდებით. პირველმა მსო-ფლიო ომმა ხელი შეუშალა ამ გეგმებს, პაპიუსი მოხალი-სედ წავიდა ფრონტზე, სადაც ექიმად მუშაობდა. ომის პე-რიოდში მას შეეყარა ტუბერკულიოზი, რისგანაც, 1916 წელს, პაპიუსი გარდაიცვალა. საერთოდ, პირველმა მსო-ფლიო ომმა ბევრი გავლენიანი მარტინისტის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი მათგანი იყო იმ პერიოდში ფრონტზე წასული.

პაპიუსის მემკვიდრედ და ორდენის დიდი მაგისტრად
შარლ დეტრე (ტედერი) აირჩიეს. ამავე წელს ტედერი ვარ-დისა და ჯვრის კაბალისტური ორდენის ხელმძღვანელიც ხდება. თუმცა, ტიდერს არ ეყო ენერგია და დრო მარტინი-სტთა ორდენის ღირსეული განვითარებისათვის, იგი აახ-ლოვებს მარტინიზმს მასონობასთან, მისი სიკვდილის შე-მდგომ მარტინისტთა ორდენი ორ განშტოებად იყოფა: მა-რტინისტთა სინარქიული ორდენი, რომელსაც ტედერის ქარტიის მემკვიდრეობით ხელმძღვანელობდა დიდი ოს-ტატი ვიქტორ ბლანშარი და მარტინისტთა ლიონის ორ-დენი, რომელსაც დიდი ოსტატი ჟანომ ბრიკო იყო.

საწყისი განხეთქილება დაფუძნებული იყო
ჟან ბრიკოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომელსაც მარტინისტთა უმრავლესობა არ დაეთანხმა. ჟან ბრიკო ცდილობდა მარ-ტინისტთა ორდენთან გაეერთიანებინა გნოსტიკური ეკ-ლესია და ის მასონური ლოჟები, რომლებსაც ის აკონტრო-ლებდა, მას ამით ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სურდა. მის ამ სურვილს შეეწინააღმდეგა ვიქტორ ბლანშა-რი, რომელიც მარტინისტთა დიდი ოსტატი გახლდათ და ეს „თანამდებობა“ მან ტედერის გარდაცვალების შემდგომ ლეგიტიმურად მიიღო. მიუხედავად გაყოფისა, მარტინი-სტთა ორივე განშტოებამ შეინარჩუნა მეგობრული ურთი-ერთდამოკიდებულება.

1931 წელს გამოეყო მესამე განშტოება, რომელსაც
პიერ ოგიუსტ შაბოსო ხელმძღვანელობდა. მისი გამოყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ის იყო, რომ შაბო-სოს ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი იმ ორდენებში, რო-მლებსაც ის არ ხელმძღვანელობდა პირადად, ვინაიდან სწორედ ის - შაბოსო, პაპიუსთან ერთად აფუძნებდა მარ-ტინისტთა ორდენს 19-ე საუკუნის დასასრულს. შაბოსოს უერთდება პირველი უმაღლესი საბჭოს (1891წ.) კიდევ ორი წევრი ვიქტორ-ემილიუ მიშლე და ლიუსიენ შამიუე-ლი, მათ მიერ აღორძინებულ ორდენს (მესამე განშტოებას)  მარტინისტთა ტრადიციული ორდენი (OMT) ეწოდა. თა-ვიდან, ორდენის დიდ ოსტატად ვიქტორ-ემილ მიშლე იყო არჩეული, თუმცა მას 1939 წელს ისევ და ისევ ოგი-უსტ შაბოსო ცვლის. ამავე წელს, შაბოსო მიმართავს ვარ-დისა და ჯვრის ორდენს აშშ-ში, მის იმპერატორს - რალფ მაქსველ ლიუისს და სთხოვს მარტინისტთა ორდენის გან-ვითარების ხელშეწყობას აშშ-ის ტერიტორიაზე, ვინაიდან თვით ლიუისიც მარტინისტი იყო (სინარქიული განშტოე-ბა). საბოლოოდ, მარტინისტთა ტრადიციული ორდენი მთლიანად შთანთქა ვარდისა და ჯვრის ორდენმა.

მეორე მსოფლიო ომმა ისეთივე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მარტინისტთა ორდენზე, როგორც პირველმა. ნაცისტურმა რეჟიმმა ჩაახშო-გაანადგურა ყველა საიდუ-მლო, ეზოთერული, ოკულტური და სხვა მსგავსი ორგანი-ზაციები, საძმოები, ორდენები და საზოგადოებე-ბი, მრა-ვალი მარტინისტი იქნა განადგურებული საკონცენტრა-ციო ბანაკებში. ამასთანავე აშშ-ში და ევროპაში მარტინი-ზმის ყველა განშტოება შენარჩუნდა, გაჩნდა დამატებითი ხა-რისხი I:::L::: (თავისუფალი ინიციატორი - ფრ. Initiateur Libre), რომელსაც დიადი მაგისტრობის შესაძლო კანდი-დატები იღებდნენ, რათა მათ შესძლებოდათ საკუთარი ხელდასმით, ლოჟაში ახალი კანდიდატების ინიცირება (მაგ. საკონცენტრაციო ბანაკებში).

მარტინესიზმის დოქტრინა

მოკლედ წარმოგიდგენთ მარტინეს დე პასკუალეს დოქ-ტრინას, რომლის გაანალიზება საინტერესოა მარტინისტა ფილოსოფიის გასააზრებლად. ამ მხრივ, რამდენიმე სან-დო წყაროს დავეყრდნობი, პასკუალეს თანამედროვე ის-ტორიკოსებს - რობერტ ამადუს, სერჟ კაიეს და ანტუან ფავრეს.

ვან რიინბერკი
მარტინესის შეხე-დულებებს ასე წარმოადგენს: „იმ-ისათვის, რომ მარტინესის დოქ-ტრინაზე შეხედულების გარკვე-ული ფორმირება მოხდეს, ჩვენ შეგვიძლია სამი დოკუმენტით ვიხე-ლმძღანელოთ - „ტრაქტატი არსებათა რეინტეგრაციის შე-სახებ, მათ საწყისს თვისებებში და ძალაში, როგორც სუ-ლიერ ისე ღვთიურში“,  მეორე დოკუმენტია - „კოენის რჩეულთა ორდენის რიტუალები და კატეხიზისი“ და მე-სამე -  წერილები მაგიურ ოპერაციებზე, რომლებიც ოსტა-ტმა ვილერმოზს მისწერა.

„ტრაქტატი“ შეიცავს საიდუმლო დოქტრინას (რომელიც მხოლოდ ვარდის და ჯვრის ხარისხებს ეხება). მასში საუ-ბარია სულის დაცემაზე, ადამიანთა დაცემა მატერიაში, გადმოცემულია დედამიწისა და სამყაროს ოკულტური ისტორია, ბოროტების და დემონური ძალების საიდუმლო როლი და ის შესაძლებლობა, რომელიც კაცობრიობას გაა-ჩნია საწყისს მდგომარეობაში დასაბრუნებლად.

ორდენის რიტუალებსა და კატეხიზისებში იგივე დოქრტინა გვხდება, ამასთან აქ ის შეფუთულია მითიური ელემენტებით, რომელიც დამახასიათებელია მასონობისა-თვის. აქ აღწერილია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს განიწმინდოს და შეეცადოს დაბრუნდეს საწყისს ღვთაებრი-ვში, გარდაცვალების შემდგომ. და ბოლოს ვილერმოზის წერილებში აღწერილია, თუ როგორ არის ტეურგიის მეშ-ვეობით შესაძლებელი დაიბრუნოს ადამიანმა კავშირი უმ-აღლესთან, უზენაისთან“.
მარტინესის დოქტრინა - ეს არის არსებათა რეინტეგრა-ციის დოქტრინა. რეინტეგრაცია გულისხმობს გაძევებას, ტრაკიგულ მოვლენებსა და კვანძის გახსნას, რომელიც მას (რეინტეგრაციას) წინ უსწრებს. კულტისა და ოპერატიუ- ლი პრაქტიკის (ევოკაცია) მეშვეშვეობით, ადამიანმა უნდა მიაღწიოს შერიგებას ღმერთთან, შემდგომ კი განიცადოს რეინტეგრაცია მის საწყის მდგომარეობასთან.

საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული დოქტრინა მი-აუხლოვდა ნეოპლატონურ ჰერმეტიკულ კონცეპციებს. ამასთანავე ტრაქტატი არ არის ბოლომდე გამჭირვალე, გა-საგებად რთულია და გადატვირთულია.

მარტინესის მიხედვით, ღმერთმა დასაჯა ის სულიერი არ-სებები, რომელთა შორის იყვნენ ისინი ვინც აჰყვა ამპა-რტავნობას, მოინდომეს ღმერთთან გადთანბრება და თვი-თონ გადაწყვიტეს გამხდარიყვნენ შემქნელები. ღმერთმა ისინი სულიერი სამყაროდან განდევნა, იქიდან სადაც ის-ინი ბინადრობდნენ. შემდგომ ღმერთმა შექმნა
ანდროგენე, ადამი, იმისათვის, რომ მას ებატონა ამ სულებზე. მაგრამ ადამიც ამ სურვილების მსხვერპლი გახდა, მასაც მოუნდა გამხდარიყო შემქნელი. ამიტომ, ადამიც განიდევნა დედა-მიწაზე, რითიც დაკარგა კავშირი ღმერთთან და ამ მომენ-ტიდან მას უწევდა სულიერი მეკავშირეების გამოყენება, იმისათვის, რომ აღედგინა სულიერი კავშირი შემქნელთან და შერიგებოდა. სწორედ ეს არის ყველა ტეურგიული ოპ-ერაციის აზრი და მიზანი, რასაც ასწავლიდა მარტინესი.

მარტინესის იდეები და დორქტრინა საკმაოდ მარტივად არის წარმოდგენილი. სენ-მარტენი შიდაგზის თეორიაზე ამბობს უარს, თუმცა საბოლოოდ მას არ უარყოფს. იგი ყო-ველთვის აღიარებდა მისი მასწავლებლის შრომის, სწავ-ლებათა და დოქტრინის ფასეულობასა და მნიშვნელობას, მხოლოდ საუბრობს ამ გზის ხითაფათზე. ამასთანავე სენ-მარტენის დოქტრინა რჩება იგივე თავის საფუძველში, ის-იც საუბრობს სულების და ადამიანის
  დაცემაზე მატერი-აში და იმ შესაძლებლობებძე, რომელიც მათ დააბრუნებს უკან ღვთაებრივ საწყისებთან, შერიგების გზით.

მარტინიზმის დოქტრინა

 ახლა კი მოკლედ ვისაუბრებ, სენ-მარტენის და მარტინი-ზმის იდეებზე და მიღწევებზე. სენ-მარტენი იყო თავისუ-ფალი მასონი, რჩეული კოენი, მესმერის მიმართულების წევრი. მან სამივე ამ საზოგადოების რიტუალი მიიღო და მოგვიანებით გამოიყენა ისინი. როგორც განმანათლე-ბლური საზოგადოებების წევრი სენ-მარტენი იდეალუ-რად მოღვაწეობდა ამ ჩვევებისა და რიტუალების ფარ-გლებში, თუმცა ეს მისი ცხვორებისა და საქმიანობის გარ-კვეულ ეტაპზე იყო. რაღაც მომენტში ის, როგორც მარტი-ნესის მდივანი და მოწაფე ეკითხება საკუთარ მასწავლე-ბელს - „არის თუ არა ასე აუცილებელი ყოველივე ეს, იმი-სათვის, რომ ვილოცოთ უფლისადმი?“ ეს მიმართულება უფრო და უფრო ხიბლავდა მას, ის ყველგან და ყოველ-თვის ეძებდა ღმერთს, მას კლავდა სილამაზის, ჭეშმარი-ტებისა და სიკეთის წყურვილი, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეეძლო დაეკმაყოფილებინა.

შემდგომ სენ-მარტენმა აღმოაჩინა იაკობ ბემე, რომლის გზავნილმა წარმოუჩინა ჭეშმარიტება უცნობ ფილოსო-ფოსს და ეს ჭეშმარიტება უფრო მკაფიო იყო ვიდრე ნების-მიერი სხვა სწავლება თუ ცოდნა, რომელიც სენ-მარტენს შეეძლო მიეღო კოენთა რჩეულთა შორის. სენ-მარტენი აღ-წერს  ბემეს : „ბემე, ცნობილია გერმანიაში, როგორც ტე-ვტონური ფილოსოფოსი, რომელიც რამდენიმე თეოსო-ფიური ნაშრომის ავტორი იყო. იგი 1575 წელს ზედა ლუ-ჟიცაში დაიბადა, საკმაოდ ღარიბ ოჯახში და მშობლების დავალებით მთელი ბავშვობა მწემსავდა მსხვილფეხა სა-ქონელს. როდესაც ის წამოიზარდა მშობლებმა შესძლეს და გააგზავნეს ყმაწვილი სკოლაში განათლების მისაღე-ბად, სადაც ის სწავლობს წერა-კითხვას. მოგვიანებით, იგი მეწაღეობას სწავლობს. იგი 1624 წელს გარდაიცვალა გერ-ლიცში.

ერთხელ მისი აქტიური მეწაღეობის შესწავლის პერიოდ-ში, როდესაც მისი პატრონი არ იმყოფებოდა მაღაზიაში, შემოვიდა უცხოეული, ჩაცმული საკმაოდ სადად, მარტი-ვად, მისი სახე გარკეულ ნდობას იმსახურებდა. უცხოელს ორი ახლად შეკერილი ფეხსაცმელი მოეწონა და შეძენა მოისურვა, მაგრამ ბემებ არ იცოდა ეს ფეხსაცმელი იყო თუ არა გასაყიდად გამზადებული და რომ მისი პატრონის რისხვა არ გამოეწვია, ჯერ უარი განაცხადა, ხოლო შემ-დგომ უზომოდ მაღალი ფასი დაადო. უცხოეულმა გაი-დაიხადა ეს მაღალის ფასი, ისე, რომ არც უვაჭრია და გა-ვიდა მაღაზიიდან. რამდენიმე ნაბიჯზე მაღაზიიდან ის შეჩერდა და ხმამაღალი, მტკიცე ხმით წარმოსთქვა: იაკობ, იაკობ, მოდი აქ. ახალგაზრდა კაცს, ჯერ საკმაოდ შეეში-ნდა ეს ხმა ასე მკვეთრად, რომ მოესმა, ხმა, რომელიც მას ნათლობის სახელით უხმობდა, მაგრამ მოიკრიბა გამბე-დაობა, გავიდა მაღაზიიდან და მიუახლოვდა სერიოზუ-ლი, მკაცრი იერით მდგომ უცხოელ მამაკაცს. უცხოელმა ბემეს მარჯვენა ხელზე მოჰკიდა და თქვა: - იაკობ, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ შენ დიადი იქნები და გახდები სულ სხვა დამიანი, შენ ნახავ მთელს სამყაროს. ამიტომ იყავი ღვთისმოსავე, მორწმუნე, გეშინოდეს და პატივი ეცი უფალს, მის სიტყვას. პირველ რიგში კარგად წაიკითხე წმინდა წიგნი, რომელშიც შენ მოძებნი მრავალ დარიგე-ბას, იპოვნი ნუგეშს, ვინაიდან შენ მრავალი გაქვს წინ გადასატანი, სიღატაკე და დევნა, მაგრამ იყავი მამაცი და მიზანდასახული, რადგან ღმერთს უყვარხარ და შენს მი-მართ კეთილგანწყობილია“. ეს თქვა უცხოელმა, ხელი ჩა-მოართვა, ჩახედა ბემეს გამჭოლი მზერით და წავიდა.

მოყოლებული ამ დროიდან, იაკობ ბემე იწყებს განვითა-რებას, იგებს ისეთ საკითხებს, რომელიც ადრე მისთვის სრულიად უმოუცნობი იყო, მათზე შემდგომ ის ნაშრო-მებს წერს და მკითხველს აცნობს საკუთარ იდეებს.“

ბემეს
„სოფიას“ იდეა მოგვიანებით ხდება სენ-მარტენის და მის თანემდროვეთა განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი თემა, გერმანელი ბემე საუკენეების შემდგომ, სენ-მარტენ-ის მეშვეობით გასულიერდა და ავითარებდა საკუთარ აზ-რებს, შეხედულებებსა და ფილოსოფიას. „მარადიული განაგებდა ჩემით, მისი საწყისი ქმედებების დროს, მის უძველეს საქმიანობაში, შრომაში. მე ვარსებობ უსასრული მარადიულობიდან, პირველი საწყისიდან, დედამიწის შე-ქმნამდე...“ - ეს ქალწული ღმერთს მიმსგავსებულია, ხატია მისი, მისი სიბრძნეა, მასში ირეკლავს სული და არადიუ-ლი წარმოგვიდგენს თავის სასწაულებს - ასე აღწერდა ამ იდეას ბემე. „ღვთაებრივი სიბრძნე, ასევე სოფიად წოდე-ბული, დიდება და ბრწყინვალებაა ღმერთის, შესაბამისად წარმოადგენს სარკეს, მეოთხე გამოხატულება, რომელსაც ღმერთი ვერ მისცემს საშუალებას - ნებას იაზროვნოს, გა-ნახორციელოს და სრუალად განკარგოს სა-კუთარი გონი“.

„სულიერი ადამიანის სახელმძღვანელოში“, 1802 წელს, სენ მარტენი აყალიბებს დასავლური სოფიოლოგიის ტრა-დიციის ასპექტებს: „
დღეს დღეისობით არსებული ბუნება, ფიზიკური და ელემენტარული, მხოლოდ ნაშთია და სა-ხეცვლილებაა იმ საწყისი ბუნებისა, რომელსაც ბემე უწო-დებს მარადიულ ბუნებას... დღევანდელი ბუნება, რომე-ლსაც ოდესღაც გააჩნდა სრულყოფილი საზღვრები, სამე-ფო, ტახტი და ანგელოზის მმართველობა, რომლის სახე-ლი იყო ლუციფერი... ამ მმართველს სურდა ემეფა მხო-ლოდ ცეცხლისა და რისხვის ძალით, შეეწყვიტა მართვე-ლობა სიყვარულისა და ღვთაებრივი სინათლისა, რომე-ლიც უნდა ყოფილიყო მისი პირველსაწყისი სინათლის წყარო. მან მთელი სამეფო ცეცხლში გაახვია...ღვთაებრივი სიბრძნე გამოჩნდა ამ ყოვლისმომცველი ცეცხლის საპირ-წონოდ, შეაკავა რა ალი, თუმცა არ ჩააქრო, იგი დღეს წარ-მოადგენს კეთილისა და ბოროტების ჭიდილს, რომელსაც ჩვენ ბუნებაში ვხედავთ“. ადამიანი, როგორც ამტკიცებს სენ-მარტენი, ბუნებაში იქნა გამწესებული იმისათვის, რომ შეაკავოს ლუციფერი სუფთა ელემენტში, მან მიიღო საკუთარი შემადგენლობა ცეცხლისაგან, სინათლის პრი-ნციპისაგან და ასევე ბუნების ფიზიკური და ელემენტა-რული კვინტესენციური პრინციპისაგან. ორი ელემენტი უნდა გაერთიანებულიყო ადამიანში, ცეცხლი და წყალი, მაგრამ ისინი დღემდე განცალკევებულად არიან, ცდილო- ბენ და ეძებენ საშუალებას რეინტეგრაციის, სწორედ ისინი შექმნიან სოფიას. ჩვენ ვხედავთ, რომ ღვთაებრივ სიბ-რძნეს გააჩნია უაღრესად დიდი და წონიანი მნიშვნელობა, ადამიანს მოუწევს მისი სრულად გაზიარება, რათა ხელა-ხლა სინათლის არსი, პრინციპი გაიზიაროს. ცნობილია სენ-მარტენის ალეგორიული შედარება სამყაროსი წიგ-ნთან: „პირვანდელი საწყისი, ანუ ღმერთი, არის მწერალი, ბუნება კი - წიგნია, რომელსაც ის (ღმერთი) წერს, ხოლო ადამიანი კი წიგნის მკითხველია. ხშირად, ეს მკითხველი ან ვერ იგებს (არ ძალუძს) ან არ უნდა რომ გაიგოს ამ წი-გნის გვერდების ზუსტი შინაარსი. საჭიროა, რომ ადამია-ნის გონი ხშირად ვარჯიშობდეს აზროვნებაში. უცნობი ფილოსოფოსის გულის გზა არის პარადოქსალური გზაა, რომელიც როგორც ხილულ სფეროშია, ასევე უხილავში. ეს არის სურვილის გზა, რომელიც თავისთავში დინამიზ-მსაც მოიცავს. მარტინისტული იდეები და გზა იხსნება ჩვენთვის სხვადასხვა რაკურსით, რაც უფრო ღრმად ჩავუ-ღრმავდებით იმ საინტერესო ნაშრომებს, რომელბიც სენ-მარტენის ავტორობით არის გამოცემული. ეს წიგნები საკ-მაოდ საინტერესოა, თუმცა ხანდახან შეიძლება მოგვეჩვე-ნოს რთულად გასაგებად. იდეებს, თხზულებებს, ისტო-რიებს განვლილ გზაზე, რომლებიც ამ წიგნებშია, შეუ-ძლიათ ჩვენში მთვლემი ცეცხლი გამოაღვიძოს და ააგუზ-გუზოს. შეიძლება ითქვას, რომ „Voie Cardiaque“ - გულის გზა, მარტინიზმის მისტიკურ და ხილულ განშტოებას წარმოადგენს. ამ განშტოების უმაღლეს მწვერვალს წარმო-ადგენს ინიციაცია, რომელსაც სენ-მარტენი ასე აღწერს: „ერთადერთი ინიციაცია, რომელსაც მე მხარს ვუჭერ და მთელი სულით და გულით ვეძებ, არის ის, რომლის მეშ-ვეობითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენს შიგნით ღმერთის გულში შესვლას, და ამით განუყრელი ქორწინების ხელშეკრუ-ლების დადებას. აუცილებელია საკუთარ სულში ჩაღრმა-ვება, სასურველის ძიებაში, სანამ არ მივაღწევთ სულის ძლიერი და მაცოცხლებელი წყაროს განთავისუფლებას“

No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.